გვილია ვარშავაში დაბრუნდა - "რაკუვმა" "ლეგიას" სძლია

AutoSharing Option
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-9 ტურში "რაკუვის" ნახევარმცველ ვაკო გვილიას თავისი ყოფილი გუნდის, "ლეგიას" წინააღმდეგ მოუწია თამაში, თანაც ვარშავაში.

დაძაბული მატჩი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა (3:2), გვილიამ კი ჩემპიონატის ზედიზედ მესამე შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და მორიგი გამარჯვებით გაიხარა.

მწვრთნელი მარეკ პაპშუნი შეგირდებისა და კერძოდ გვილიას გარჯით ძალიან კმაყოფილი დარჩა და თქვა, რომ მთავარი ბრძოლები წინ აქვთ.

"რაკუვი" 14 ქულით მე-5 ადგილზეა, ლიდერ "ლეხს" 4 ქულით ჩამორჩება, 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 29 სექტემბერს "რადომიაკს" უმასპინძლებს.

გვილიას "ლეგიასთან" კონტრაქტი ზაფხულში
დაუსრულდა, არ გაუგრძელეს და როდესაც ელ მედეში მედშემოწმებაზე ვარშავული გუნდის ფანებმა იხილეს, არ ესიამოვნათ, რადგან ეგონათ კლუბში რჩებოდა. მათ მის პოზიციაზე უკეთესი ფეხბურთელი სურდათ - სინამდვილეში ვაკომ "რაკუვში" გადასასვლელად გაიარა სამედიცინო შემოწმება. ცნობისათვის, ახლა "ლეგია" სატურნირო ცხრილში მე-14 პოზიციაზეა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ვაკოს რაღაც პერიოდში ქონდა ჩავარდნა ნაკრებში,ახლა კარგ ფორმაშია და უნდა გამოიძახონ, მჯერა გამოასწორებს თამაშს
გიორგი
14:04 26-09-2021
0
ვაკო ყოველთვის გამოირჩევა თავდაუზოგავი თამაშით, უბრალოდ ბოლო სანაკრებო თამაშებზე, სულ სხვა პოზიციაზე თამაშობდა, უფრო გამთამაშებელი იყო ვიდრე საყრდენი, ამიტომაც ჩააგდო ის თამაშები. იმედია სანიოლი დააბრუნებს და საყრდენად ათამაშება. მე მჯერა ვაკოსი
DAVE
14:36 26-09-2021
0

სიახლეები პოპულარული