მიქაუტაძე კარგ ხასიათსა და გაზრდილი მოლოდინებით

AutoSharing Option
დღეს, 26 სექტემბერს (თბილისის დროით 23:00 საათზე) გიორგი მიქაუტაძის "სერენი" "გენკს" ესტუმრება. 

Sportall.Ge

20 წლის ფეხბურთელმა  გასულ ტურში "ანტერვპენს" გაუტანა, მანამდე კი სათასო შეხვედრაში ჰეთ-თრიკით გამოირჩა. ბელგიაში დაბრუნების შემდეგ, გიორგი აშკარად კმაყოფილია, გოლების გემო გაიხსენა და მშვენიერ ხასიათზეა.

"სერენს" ქულების მოპოვება ძალიან სჭირდება, ჩემპიონატში ზედიზედ ორი მარცხით
აქვს. მისმა დღევანდელი მეტოქემ ევროპა ლიგა მშვენივრად დაიწყო და ვენის "რაპიდი" სტუმრად (1:0) დაამარცხა, ჟუპილერ ლიგაში კი მე-5 ადგილს იკავებს.

"ჟორჟის" გუნდს კოტე დ'იუვარელი ფორვარდი ალი სანოგო ისევ დააკლდება და საქართველოს ნაკრების შემტევის მიმართ მოლოდინები
გაზრდილია - მიქაუტაძე მას ხშირად ამართლებს!

alt"მეკარეს ლამაზად "შეუსრულა" - ბელგიელები მიქაუტაძეს იწონებენ

altგოლების მანქანა ამუშავდა - მიქაუტაძემ ისევ გაიტანა, მაგრამ... [VIDEO]







მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული