sport-express: ხვიჩა გადაფასებულია, 20-25 მილიონად შეფასებულს მეტი მოეთხოვება; ამიტომაა ჯერ რუსეთში და არა ინგლისში ან იტალიაში

AutoSharing Option
მოსკოვის „დინამოსთან“ „რუბინის“ დამარცხების (0:2) შემდეგ ყაზანური გუნდის გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაზე „სპორტ-ექსპრესში“ წერილი ჟურნალისტმა ვლადისლავ ზიმაგულოვმა გამოაქვეყნა:

კვარაცხელია ამ სეზონში იმედებს გვიცრუებს: იმოქმედა ტრავმამ, ევროპაში ჩაშლილმა ტრანსფერმა და მეტოქეთა განსაკუთრებულმა ყურადღებამ

ხვიჩა ისევ დაიკარგა და „რუბინმა“ „დინამოსთან“ წააგო.

„დინამო“ დამაჯერებლად გაუმკლავდა ქართველს, რომელიც ჯერ თავის ყველაზე წარმატებულ სეზონს ვერ ატარებს. ხვიჩა კვარაცხელიას ყოველთვის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ განიხილავენ, რომლისგანაც დიდი მოლოდინი და სულ სხვა მოთხოვნაა. და აი, უკვე თითქმის სეზონის მესამედია, ქართველი არადამაჯერებლად გამოიყურება.

„დინამოსთან“ ხვიჩა კვლავ არ იყო ის
ფეხბურთელი, რომელიც სხვაობას ქმნის, შედეგს და გუნდის თამაშზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს. ვარელამ დამაჯერებლად შეაკავა ქართველი მარჯვენა ფლანგზე და არც ერთი სახიფათო მომენტის შექმნის უფლება არ მისცა. თვით „დინამოს“ მცველი უფრო ეფექტურად გამოიყურებოდა შეტევაში, ვიდრე ლიგის ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული ფეხბურთელი. ცრუმოძრაობის წარუმატებელი მცდელობები, ბურთის ხშირი დაკარგვები, ცუდი გადაწყვეტილებები პასების გაკეთებისას - კვარაცხელიამ დიდ მატჩში ისევ ვერაფერს მიაღწია.

აგვისტოს შუაში ქართველმა „რუბინის“ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და რამდენიმე კვირით გამოითიშა. მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა ოლეგ ვერეტენიკოვმა დღეს ხვიჩას ჩავარდნა იმით ახსნა, რომ ტრავმის შემდეგ „ფორმას კრეფს“, მაგრამ ტრავმამდეც ხომ არ ბრწყინავდა. ამ სეზონში მის ანგარიშზე 9 მატჩში 1 გოლია - მეორე ტურში „არსენალთან“. დამარცხება „რაკუვთან“, დაკარგული ქულები „კრილია სოვეტოვთან“ - ეს ჯერ კიდევ ტრავმამდე იყო და ხვიჩა ამ შეხვედრებში გაუგებრად გამოიყურებოდა.

მოთამაშეზე უთუოდ იმოქმედა ევროპაში ჩაშლილი ტრანსფერის სიტუაციამ. სწორედ ამ ზაფხულში იმედოვნებდა კვარაცხელია ევროპულ კლუბში გადასვლას. ამაზე ყველანი ღიად საუბრობდნენ „რუბინში“ და მოთამაშის აგენტიც. როდესაც ხვიჩა ყაზანში დარჩა, ძნელი იყო იმედგაცრუებისგან დამალვა. კლუბში ამბობენ, რომ ქართველი ისევ მოტივირებულია, თუმცა ხასიათის გაფუჭებაც მოქმედებს ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და თამაშზე. როდესაც მთელი ზაფხული გაგზავნიან „ტოტენჰემში“, „მილანსა“ და „ბორუსიაში“ და ჩემოდნების გახსნა ყაზანში გიწევს, ამან არ შეიძლება არ დაგამწუხროს. ხვიჩა ევროპაში გადაბარგების სურვილით იწვის, ტოპ-ჩემპიონატში თამაშზე ოცნებობს და ასეთი შედეგის გამო უეჭველად იმედგაცრუებული დარჩა.

სხვა ფაქტორი - ხვიჩას წინააღმდეგ თავდაცვა ისწავლეს. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მის მიმართ მწვრთნელები პერსონალური მეურვეობის გეგმას ამზადებენ - ქართველის საწინააღმდეგოდ მოქმედების მკვეთრი ხედვით. მისი თამაშის სტილი ყველასთვის ცნობილია და ხვიჩას ჯერ არაფერ სხვის შეთავაზება არ შეუძლია. ამიტომ ის გუნდები, რომელთაც მეტ-ნაკლებად კარგი მცველები ჰყავთ, ქართველს პირად მატჩებში დამაჯერებლად ანეიტრალებენ. კვარაცხელიამ საერთოდ ვერ გაუტანა გოლი ტოპ-კლუბებს - ბოლო 6 გოლი „ურალთან“, „როტორთან“, „ახმატთან“, „უფასთან“, „სოჭისთან“ და „არსენალთან“ გაიტანა.

ღირს აღიარება, რომ კვარაცხელია ცოტა გადაფასებულია და დღეს ჩანს, რომ ჯერ სულაც არაა 20 მილიონ ევროდ შეფასებული ფეხბურთელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო სტაბილური იქნებოდა, სტრესმდგრადი და ეფექტური. ახლა „რუბინში“ არაერთი ფეხბურთელი უფრო სასარგებლოდ თამაშობს.

გასაგებია, რომ „რუბინის“ ამჟამინდელი პრობლემები უფრო კომპლექსურია და კონკრეტულად კვარაცხელიას ფიგურასთან არაა დაკავშირებული. ეს არაა მცდელობა კლუბის წაგებათა სერიის ქართველის თამაშის ხარისხზე გადაბრალებისა. საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ ფეხბურთელისგან, რომელშიც კლუბი 20-25 მილიონ ევროს ითხოვს, სულ სხვა დონეს ელიან. მის მიმართ სრულიად სხვა მოთხოვნაა და სწორედ ასეთ მატჩებში, როდესაც გუნდს ბევრი არაფერი გამოსდის, ელოდებიან შედეგიან მოქმედებას და იმას, რომ სწორედ ის შეიტანს გარდატეხას. თუმცა ეს უკვე მერამდენედ არ ხდება: „დინამოსთან“ ის ბაკაევმა შეცვალა, რომელიც მისთვის გამოყოფილ 26 წუთში უფრო მწვავედ გამოიყურებოდა.

დღეს კომპლექსში ქართველის ასეთ თამაშსა და ფორმაზე გავლენას ახდენს: ტრავმის შემდეგ არასაუკეთესო ფიზიკური მდგომარეობა, სატრანსფერო ფანჯრის გამო ფსიქოლოგიური ვარდნა და აგრეთვე ის, რომ დიდი ვარსკვლავის სტატუსისადმი სრულად მზად არ არის. ხვიჩა ტალანტია, ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო დრიბლიორი, მაგრამ ჯერ ნამდვილად არაა ის მოთამაშე, რომელსაც შეუძლია სხვაობა შექმნას და მატჩები მარტომ მოიგოს. ამიტომ თამაშობს ჯერ რუსეთში და არა ინგლისში ან იტალიაში."

მკითხველის კომენტარები / 15 /
სამწუხაროდ ბოლო თამაშს ვერ ვუყურე,მაგრამ ტრავმამდე თამაშებში,ხვიჩა ძალიან კარგად თამაშობდა...მერე იყო რაკუვი,სადაც მსაჯმა ფაქტობრივად გამოუცხადა პოლონელებს,მიდით და სცემეთო ეს ბიჭი.სრულიად მიუშვა უხეშობა და ვარჯიშზე კი არა,ფაქტობრივად იქ მიიღო ტრავმა.ითამაშეს კრილია სოვეტოვთან და იმათი მწვრთნელი პირდაპირ და დაუფარავად მოუწოდებდა თავის ვირგლებს,ფეხებში ურტყით,კვარასო.რაკუვთან განმეორებით მატჩშიც,თითქმის მარტო იბრძოდა შეტევაში და კვლავაც არ მოაკლეს მუხლის ცემა კუნთებში.მას შემდეგ სრულიად ვეღარც მოირჩინა ბარძაყის კუნთი.ტრანსფერმარკეტი ხვიჩას 15 მილიონად აფასებდა,გუნდმა კი,20-25 მილიონი მოინდომა და ყველა მსურველი შეაჩერა.არადა ნათქვამი იყო,რომ თუ კარგი კლუბი გამოჩნდებოდა,ხვიჩას წასვლაში ხელს არ შეუშლიდნენ.ერთბაშად მოინდომეს გამდიდრება და სიხარბემ ისინიც დაღუპა და ხვიჩაც თავს აღარ იკლავს,გულ აცრუებული.ადრე მომხრე ვიყავი,სლუცკისთან ხვიჩას დატოვებამდე,მაგრამ ამ სიტუაციაში,უკვე ვეღარ ვხედავ,რომ ხვიჩა რაიმე ახალს სწავლობს მწვრთნელისაგან.ენთუზიაზმი ჩაქრა.ხვიჩაც ქრება და თუ ამ ზამთარსაც არ გაყიდეს,თუნდაც 5-6 მილიონად,შესაძლოა ხვიჩაც დაიკარგოს და რუბინის ოცნებაში უკვე ჯიბეში ჩადებული მილიონებიც.
სოსო
27 სექტემბერი 2021 10:57
1
ისეთი ფასი დაადეს, რომ არავინ არ მიმართა საერთოდ, არადა ინტერესი იყო ყველგან იწერებოდა. 10-ად გაიყიდებოდა და ეხლა კარგ გუნდში იქნებოდა.
gio
27 სექტემბერი 2021 10:45
0
ყველა თამაშს ვუყურებ და შეიძლება ითქვას მთელი გუნდი ცუდად თამაშობს ,ბევრი ფეხბურთელი შეიცვალა და გარდაქმნებს მოყვა არეული თამაში ,ხვიჩა გუნდის წევრია და მარტო გაზაფხულს ვერ მოიყვანს ,სხვა ვინ ითამაშა რუბინში ხვიჩაზე უკეთ? ბარემ გვარიც დაწერეთ.
დევკალიონი
27 სექტემბერი 2021 12:05
2
ხვიჩა მიხვდა, რომ რუსეთში კარგი თამაშით მხოლოდ ორ რამეს მიაღწევს:
არსად არ გაუშვებენ;
უნიჭო შურიანი კონკურენტები ყოველ თამაშში ფეხებს დაუმტვრევენ.
ამიტომ ნაკრებისთვის ინახავს თავს.
ქ. გ.
27 სექტემბერი 2021 13:10
9
მეშინია, არ დაღუპოს ჯუღელმა ეს ბიჭი.
ILIA
27 სექტემბერი 2021 07:00
5
ხალხო არ არის კვარაცხელიას პრობლემა ჯუღელი. კვარაცხელია არის რუბინის საკუთრება და მისთვის სულერთია ვისგან გაიჩარხება ტრანსფერი. თქვენ გგონიათ რომ მარტო ჯუღელი მუშაობს კვარაცხელიას ტრანსფერზე?!..ტრანსფერზე მუშაობს ჯუღელიც და რუბინის უცხოელი აგენტებიც. ნუ ფიქრობთ რომ რადგან ჯუღელია კვარაცხელიას აგენტი ამიტომ სხვას არავის აქვს უფლება იმუშაოს მის ტრანსფერზე. ნებისმიერმა თქვენთაგანმა ეხლა ვინც ამ სმსებს წერთ და კითხულობთ რომ მოახერხოთ და პირადი კონტაქტებით გაჩარხოთ კვარაცხელიას ტრანსფერი,თქვენ გგონიათ რომ ჯუღელი საშუალებას არ მოგცემთ?! ...პირიქით,ფეხებს დაგიკოცნით და ერთ მილიონსაც მოგცემთ და იცით რატო? იმიტომ რომ მისთვისაც სულერთია თუ ვინ გაჩარხავს ტრანსფერს. რატომ არის სულერთი? იმიტომ რომ როდესაც ჯუღელმა შეათანხმეთ თავის დროზე კვარაცხელიას კონტრაქტი რუბინთან იქ ჩაიწერა ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი რომელიც ამბობს რომ კვარაცხელიას შემდგომი ტრანსფერიდან 30 პროცენტი მიაქვს ფეხბურთელის მხარეს,ანუ თუ კვარაცხელია გაიყიდა 20 მილიონად აქედან ექვსი მილიონი არის ქართული მხარის და საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა ჯუღელი გაყიდის მას რუბინის აგენტები თუ ნებისმიერი თქვენთაგანი. კვარაცხელიას პრობლემა არის არა ჯუღელი არამედ ის თანხა რასაც აფასებს რუბინი და როგორაც აფასებს მას ტრანსფერმარკეტი.
ქუთაისი
27 სექტემბერი 2021 11:21
5
ხვიჩა ჭკვიანი ბიჭია. მიხვდა, რომ თავი უნდა გამოიჩინოს საერთაშორისო შეხვედრებში. და ამიტომ რუსეთის ჩემპიონატში თავი უნდა დაზოგოს, ტრავმებს მოერიდეოს.
ქ. გ.
27 სექტემბერი 2021 13:05
6
ესეც მამამისი და მისი აგენტი
დათო
27 სექტემბერი 2021 10:58
6
ესე თუ გააგრძელა შენდეგ ტრანსფერზე 5-6 ლიმ. იქნება ფასი.
დევი
27 სექტემბერი 2021 10:16
0
ოღონდ რუბლებში
klimenti
27 სექტემბერი 2021 11:16
2
ეს ბავᲨვი დაᲦუპა Თავისმა აგენტმა ვინც არის ᲩარᲗული მის ტრანსფერებᲨი მოლაპარაკებებზე...რა მაინტერესებს რატო უნდა Ჭირდებოდეს ფეხბურᲗელს დახმარეა ტრანსფერებᲨი მოსალაპარაკებლად ეს უარყოფიᲗად მოქმედებს ფეხბურᲗელზე...ნაᲗელუ მაგალიᲗი არის ხვიᲩა.
გიო
27 სექტემბერი 2021 09:27
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული