მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა - მე-6 წუთზე მსაჯმა სტუმართა გუნდის მცველი იბრაჰიმ სუმაორო გააძევა. მასპინძლები ინიციატივას დაეუფლნენ და აქტიურმა ოქრიაშვილმა 33-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, მაგრამ თავდამსხმელმა ანტონ მაგლიკამ ბურთი კარს ააცილა. 77-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო ოქრიაშვილმა (ბურთზე ბრძოლისას მეტოქე გუნდის ფორვარდ მარიუ დემეტრიუს იდაყვი ჩაარტყა) და მოედნის დატოვება მოუწია, ხოლო მე-80 წუთზე ნახევარმცველმა ლუკას სოუზამ გოლი გაიტანა.
ბუბა დაუშვილი 58-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, გიორგი ქვილითაია კი განაცხადში არ იყო.
"აპოელმა" ზედიზედ სამი წაგების შემდეგ იმარჯვა და 3 ოქტომბერს "ანორთოსისს" დაუპირისპირდება. თავის ყოფილ გუნდთან მომავალ შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო ოქრიაშვილი მონაწილეობას ვერ მიიღებს.