"ჩვენდა გასახარად, "ჩაკვე" წელს გვიბრუნდება..." - ბელგიური მედია გიორგიზე წერს

AutoSharing Option
ბელგიური Voetbalnieuws-ი გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ საკმაოდ ვრცელ და საინტერესო სტატიას აქვეყნებს:

"ოთხი წლის განმავლობაში გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიაში მოთამაშე ფეხბურთელებიდან ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერად მიიჩნეოდა, მაგრამ დაზიანებების გამო ქართველმა ვერ შეძლო (ჯერ კიდევ) ამ სტატუსის გამართლება. ამ სეზონში, როგორც ჩანს, გიორგი ჩვეულ ცხოვრებას საბოლოოდ დაუბრუნდა.

როგორც განსაკუთრებით ნიჭიერი ნახევარმცველის, გიორგის მიმართ ინტერესს "ლევერკუზენი", "ბაიერნი", "ტოტენჰემი", "ბორნმუთი" და "ჰოფენჰაიმი" გამოთქვამდნენ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" კი 6 მილიონი ევროს შეთავაზებაც გააკეთა.

პირველ თვეებში "ჩაკვე" "გენტში" საკმაოდ ცუდი იყო. მორცხვი ქართველი ინგლისურად თითქმის ვერ ლაპარაკობდა და თავდაჯერებულობის
ნაკლებობაც ჰქონდა. უფრო მეტიც, მალე მუცლის კუნთის ტრავმამ  შეაწუხა. ამიტომ, თავდაპირველად ჰაინ ვანჰაზებროუკის ხელმძღვანელობით კარგად ვერ თამაშობდა.

Sportall.Ge
.
"ჩვენ მის მშვენიერებას ვნახავთ", - განმარტა კლუბის მაშინდელმა მწვრთნელმა. ”ზოგჯერ გიორგის დაცვა ავიწყდება, მაგრამ მისი ნიჭი უდავოა”. გულშემატკივრები ახალგაზრდა ქართველის კლასით აღფრთოვანებულნი იყვნენ.

მის შემდეგ "ტოტენჰემის" ინტერესი რეალური იყო, თუმცა "გენტის" მიზანი მისი სწრაფი ტრანსფერი არ ყოფილა და ქართველი ნახევარმცველი გუნდში დარჩა.

2019 წლიდან გიორგის ვარსკვლავი ნაკლებად ანათებდა. შედეგად, მისი მკვეთრი წინსვლა ევროპის საფეხბურთო მწვერვალისკენ მოულოდნელად შეწყდა. ამავდროულად, ინდივიდუალური განვითარებაც შეჩერდა. 2017 წლიდან ქართველი ფეხბურთელის სათამაშო წუთების რაოდენობა საკმაოდ მცირდებოდა.

ის ბოლო ორი სეზონის განმავლობაში დაივიწყეს, თუმცა, ჩვენდა გასახარად, "ჩაკვე" წელს გვიბრუნდება".

შეგახსენებთ, გიორგიმ კონფერენს ლიგის შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა უახლოესი მატჩებისთვის მზად უნდა აიყოს.

altტრავმის გამო ჩაკვეტაძე "ანორთოსისთან" ვერ ითამაშებს

altქვილითაია "ანორთოსისს" ჩაკვეტაძეზე აფრთხილებს

altჩაკვეტაძე: - ტრავმის მიღების შიში ისევ მეუფლება... შეცვლა ამიტომ მოვითხოვე...





მკითხველის კომენტარები / 4 /
ამ ქვილითაიას რატომ იძახებენ მე არ მესმის ცარიელ კარებში ბურთი თავში თუ მოხვდება თუ არადა მაგის კარში დარტყმული მე არ მინახავს ნაკრებში არც ოქრიაშვილი შყვეტს ციდან ვარსკვლავებს ამათ ნაკრებში თამაში ფეხებზე კიდიათ
ბალეშიკ
21:07 01-10-2021
0
ქვილითაია? იმათ, როგორც გაიგეს, ეგრევე ფარ ხმალი დაყარესო, მართალია?
კ ო მ ბ ლ ე
19:29 01-10-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული