"ნიჟნი ნოვგოროდთან" 0:1 დამარცხების შემდეგ კომენტარი "რუბინის" მეკარე იური დიუპინმა გააკეთა:
"ჩვენ მეტოქის თამაში გავარჩიეთ, მათ მომენტები ჰქონდათ, როდესაც სამი ფეხბურთელი მოწინააღმდეგის საჯარიმოში შედის და ბუნებრივია მათ წინააღმდეგ სამი მოთამაშის დატოვებაა საჭირო, რათა უპირატესობა არ ჰქონდეთ. ჩვენ ასე უნდა გვქონოდა, მაგრამ თუ თამაშს გავამწვავებდით, ამას საჯარიმოში ჩაწოდება უნდა მოჰყოლოდა და იქ 1-2 ფეხბურთელი გვყოლოდა.
ხვიჩა, მაგალითად, დღეს ძალიან ხშირად "იჩხირებოდა სიფართოვეში", მან კი იცის, რომ უკვე უნდა ითამაშოს, შორეული ძელი ჩაკეტოს, მე მას ვუყვიროდი, ვუყვიროდი, მან კი გაცუდებული პენალტის შემდეგ
ცხვირი ჩამოუშვა და საერთოდ მიატოვა თამაში. ამიტომ, ვფიქრობ, ფსიქოლოგიურ მომენტზე უნდა დავილაპარაკოთ. ეს ფეხბურთია. ვერ გაიტანე პენალტი - შენ ხომ კიდევ 30 წუთი გაქვს, შეცდომის გამოსასწორებლად ყველაფრის გაკეთებაა საჭირო. მან კი ყველაფერი მიატოვა და თამაშს თავი მიანება. მიზეზი მრავალ ფაქტორშია, მაგრამ რაც დავასახელე - ძირითადია.
კვარა, შენ თუ არ გაძლიერდი ჩვენ რა ვქნათ, ვისაც შენი გვეიმედება?!
ვიცი, ჯერ კიდე პატარა ხარ და გამოუცდელი, ძნელია ამხელა წნეხი, რაც შენზე მოდის, მაგრამ, იმხელა ტალანტი გაქვს, ამას ნუ გაფლანგავ, სტრესის გამო. ფსიქოლოგიურად უნდა გაძლიერდე, სხვა გზა არ გაქვს.
რუსების კრიტიკას კიდე ნუ უსმენ და უფრო გაძლიერდი, ის გულშემატკივარი უფრო მეტი ვართ, ვინც მხარს გიჭერთ.
ჯერ კიდე პატარა ბიჭია, ემოციებით და განცდებით. მხარდაჭერა ჭირდება და თვითრწმენა.
ყველაფერს განიცდის