ჩაკვეტაძეს სადისციპლინო განაჩენი გამოუტანეს - "გენტს" გასაჩივრების უფლება აქვს

AutoSharing Option
"ანტვერპენთან" ბელგიის ჩემპიონატის მე-10 ტურში გაძევებული "გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს (პლუს, ერთი მატჩი პირობითი) და 2 ათასი ევროთი დააჯარიმეს. ეს გადაწყვეტილება დღეს ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო საბჭოზე იქნა მიღებული, - იტყობინება Voetbalprimeur-ი.

იმის მიუხედავად, რომ გიორგის დარღვევა უნებლიე იყო, ჩათვალეს, რომ "დაზარალებულ" პეტერ გერკენსს შეიძლება მძიმე ტრავმა მიეღო.

walfoot-ის ცნობით, "გენტს" უფლება აქვს, მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს და ასეთ შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებას პროფესიული ფეხბურთის სადისციპლინო კომიტეტი გამოიტანს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ლობჟანიძეს მესები ,რომ დაუდლიჯა ის თუ დასაჯეს.
უშანგი
06 ოქტომბერი 2021 16:23
0
ძალით არ გაუკეთებია, ეგ ცხადია. ამ მომენტს ორი მხარე აქვს. ერთი მხრივ ცუდია, დისლვალიფიკაცია ორი ჸამაშის გამოტოვება, ჯარიმა
. მეორე მხრივ კი ეს მომენტი აჩვენებს რომ ჩაკვე ყველა ბურთზე იბრძვის რაც ჩვენი შემტევებისათვის საერთოდაც არაა დამახასიათებელი. გიორგი თანამედროვე ფეხბურთის თამაშს ეჩვევა ბელგიაში და ღმერთმა ქნას ტრავმები აღარ ქონდეს, ძალიან მაგარ თამაშს აჩვენებს ახლო მომავალში. წარმატებები!
არტ
06 ოქტომბერი 2021 13:12
0
ეგონა რომ ამით ნაკრების თამაშებს გამოტოვებდა
გოგა
06 ოქტომბერი 2021 10:20
22
აშკარად რომ დააბიჯა ამაში ფეხი ორი აზრი არ არსებობს ! ისე მე მაგრა გამიკვირდა ქართველი ფეხბურთელები არასდროს არ გამოირჩეოდნენ განზრახ უხეშობით და მითუმეტეს მეტოქის გაბზრახ ტრავმის მიყენებით ისტორიას არ ახსოვს ასეთი რამე ! (ყოველ შემთხვევაში მე არ გამიგონია) და ამიტომაც გამიკვირდა მითუმეტეს ჩაკვეტაძისგან !
ზურა222
06 ოქტომბერი 2021 00:16
12
ძლივს ფიზიკური ტრამვა მოირჩინა და ეხლა ფსიქოლოგიურად სტრესავენ.
rrr
06 ოქტომბერი 2021 11:51
1
ხო და არც მიუყენებია განძრახ,ეს იყო შემთხვევით.ამას იმიტომ არ ვამბობ,რო ქართველია,იმის შემდეგი ჟეშტით ჩანს,რო არ იყო განძრახ...კაცმა ხელები აწია და უმალ წაქცეულთან მივიდა
ასევე
06 ოქტომბერი 2021 10:49
0
ორი მატჩის გამოტოვება არაფერია, მაქსიმუმ ორი კვირაა და ტრამვა რომ მიეღო მართლა ცოდო იქნებიდა ის ფეხბურთელი. ზოგადად სწორად მიმაჩნია ფეხბურთსი მსგავსი მეთოდებით ბრძოლა უხეშობის წინააღმდეგ. დაცულად უნდა გრძნობდნენ თავს ფეხბურთელები. უნებლიე თუ განზრახ, ორივე უნდა ისჯებოდეს რომ ყველამ რიდით ითამაშოს.

ჩვენების წინააღმდეგ რომ ეთამაშათ ასე არ მოგვეწონებოდა.
სწორია
05 ოქტომბერი 2021 23:11
4
დაეხვრიტათ ბარემ:))
Juve
05 ოქტომბერი 2021 23:01
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული