მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება საგრძნობლად გაიზარდა

AutoSharing Option
გერმანულმა transfermarkt-მა მშვენიერი შეხვედრების შემდეგ გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება განაახლა.

სეზონის დაწყებამდე ჩვენებური 1.2 მილიონი ევრო ღირდა, 6 ოქტომბრის შემდეგ კი 20 წლის შემტევის ფასი 1.8 მილიონ ევრო იქნება.

ყველაზე ძვირად ღირებულ ქართველ ფეხბურთელად კვლავაც ხვიჩა კვარაცხელია რჩება, საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" ლიდერის ღირებულება 18 მილიონ ევროს შეადგენს.

მომზადებულია transfermarkt-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
გიორგი საფრანგეთში გაიზარდა და ევროპულ ლიგებში ადაპტაციის პრობლემა,ნაკლებად აქვს,ჩვენი სხვა ტალანტებისაგან განსხვავებით.მისი ფასი,აშკარად შემცირებულია და ალბათ საქართველოს პასპორტის გამო.ის ხომ ამ პასპორტით,არაევროკავშირელია და ეს,რაღაც რეგულაციებს ართულებს.
სოსო
07 ოქტომბერი 2021 18:50
0
რთული წარმოსადგენია რომ ფასი ხუთჯერ ან შვიდჯერ გაზრდილიყო მაგრამ 1.8 მილიონი რომ არაა მისი რეალური ღირებულება ეს ყველას ესმის. 20 წლის ბიჭი რომელსაც საკუთარი ექსტრაორდინარული თვისებების დამსახურებით უკვე 5 თამაშში 7 გოლი დაუგროვდა და რომელიც დიდი ალბათობით ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლეობისთვის (ამ სეზონშიც) იბრძოლებს, მინიმუმ 20 მილიონია. ყოველ შემთხვევაში ამ თანხაზე ნსკლები არ ეღირება სეზონის ბოლოს. მთავარია ტრავმები აიცილოს და სუპერ ფორვარდი გვეზრდება!
Zaza
07 ოქტომბერი 2021 13:11
1
კიდევ გაიზრდება
შაკო
07 ოქტომბერი 2021 11:53
0
ამ ბიჭმა თუ გააგრძელა განვითარება საკუთარ თავზე მუშაობა შეუძლია დიდი გუნდში თამაში. ბუნდესლიგა დახატავდა!!
beqa
07 ოქტომბერი 2021 11:47
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული