სასჯელი შემსუბუქდა - "გენტი" სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

AutoSharing Option
დღეს, 8 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ანტვერპენთან" გაძევებული გიორგი ჩაკვეტაძე 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, თუმცა რამდენიმე წუთის წინ "გენტის" "ფეისბუქის" გვერდმა ჩვენთვის სასიხარულო ინფორმაცია გადმოგვცა.

გიორგი ჩაკვეტაძე 1-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება.

აქედან გამომდინარე, ჩვენებური ბელგიის ჩენპიონატის მე-11 ტურის შეხვედრას "ეურენის" წინააღმდეგ გამოტოვებს, "გენკის" პირისპირ კი მოედანზე დაბრუნება უკვე შეეძლება. ხსენებული მატჩი 24 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, კლუბში დაბრუნებამდე გიორგი და საქართველოს ნაკრები მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის 2 შეხვედრას საბერძნეთთან (9 ოქტომბერი) და კოსოვოსთან (12 ოქტომბერი) გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რათქმაუნდა, არასწორი გადაწყვეტილება იყო
sul2
19:47 08-10-2021
0
თუ ორივე თამაში ითამაშა ნაკრებში და სავარაუდოდ ასეც იქნება,მაშინ ერთი თამაშის გამოტოვება,სასარგებლოც კი იქნება მისთვის.
სოსო
18:49 08-10-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული