საქართველოს ნაკრების მორიგი უსახური მატჩი და მორიგი მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირზე საკუთარ მოედანზე საბერძნეთთან 0:2 დამარცხდა.

სექტემბრის წარუმატებელი სერიის შემდეგ „ჯვაროსნების“ მწვრთნელი ვილი სანიოლი ოქტომბერში თამაშის ხარისხის გამოსწორებას დაგვპირდა, ტრავმირებული ფეხბურთელებიც დაუბრუნდა, მხოლოდ კაშია და კიტეიშვილი აკლდა და ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა. სამწუხაროდ, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდა და ჩვენმა გუნდმა ფაქტიურად საკუთარი მოედნის უპირატესობა დაკარგა.

დებიუტში საქართველოს ნაკრები ინიციატივას დაეუფლა, ბერძნები კი სწრაფი და სახიფათო კონტრშეტევებით გვპასუხობდნენ და პავლიდისმა გოლი გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა. 22-ე წუთზე საჯარიმოდან ჩაწოდებული ცაველასმა
დაარტყა და ლორიამ გადაგვარჩინა. საპასუხო იერიშისას კაკაბაძის დარტყმული მეკარე ვლახომიდოსმა მოიგერია. მეტოქე კარგად კეტავდა ზონებს, საქართველოს ნაკრები მწვავე შეტევებს ვერ ახერხებდა, მიქაუტაძე კი თამაშიდან გამოთიშული იყო. მე-40 წუთზე მასურასს ლორიამ არ დაანება გატანა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში თამაშის სურათი არ შეიცვალა და სანიოლმა ორმაგი ცვლილება განახორციელა - ჩაკვეტაძისა და მიქაუტაძის ნაცვლად მოედანზე გვილია და ოქრიაშვილი შეუშვა. უპირატესობას კი სტუმრები ფლობდნენ, მაგრამ მომენტი არც ერთ კართან არ იქმნებოდა, ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, თუმცა 90-ე წუთზე მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ დაასკვნა, რომ გიორბელიძემ საკუთარ საჯარიმოში ბურთზე ხელით ითამაშა, პენალტი დანიშნა, რომელიც ბაკასეტასმა გამოიყენა, ბოლოს კაკაბაძის შეცდომით პელიკასმა ისარგებლა და მორიგი მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს სტუმრად კოსოვოსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - საბერძნეთი 0:2
გოლები: 0:1 ბაკასეტასი (90, პენ), 0:2 პელიკასი (90+5)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია (დავითაშვილი 90), ლობჟანიძე (ქვილითაია 90), ჩაკვეტაძე (გვილია 60), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ოქრიაშვილი 60)

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ცაველისი, მავროპანოსი, ჰაციდიაკოსი, ციმიკასი, ბუხალაკისი, სიოპისი, ანდრუცოსი, პავლიდისი (პელიკასი 46), მასურასი (ციოლისი 78), ბაკასეტასი

მკითხველის კომენტარები / 170 /
ვაი ჩვენი ცოდვა...
ფანი.
09 ოქტომბერი 2021 22:09
0
ფეხბურთი ფარჩაკ-უვარგისებს ხომ მოგიგეს სხვას არც ველოდი, კარგია ჩასვრილები რომ არ გაგლახეს კიდევ, თორემ მაგის გარდა ყველაფერი გაგიკეთეს ბერძნებმა სუნგაშვებულ ქართველებს. ესე არაფერში როგორ არ ვარგიხართ ღირსებააყრილებო ????????????????????????????????????????????????????????????????????????
?????
10 ოქტომბერი 2021 06:38
1
ბრძოლაში არ შედის აშკარად ბევრი, ეშინიათ ტრამვის ,გუნდებში უკეთ ბრძოლობენ,
giga
09 ოქტომბერი 2021 23:20
1
ვერ ვხვდები რა გვჭირს, რატო ვერ გამოვდივართ
ამ საშინელი ჯოჯოხეთიდან.
ტორპედოელი
10 ოქტომბერი 2021 00:01
2
არ ვიცით ფეხბურთის თამაში და იმიტომ. დამოუკიდებელი ფედერაციის დაარსების დღიდან რაიმე წარმატებისთვის არ მიგვიღწევია, თუ ერთა ლიგის ფინალს არ ჩავთვლით. ჩვენს ქვეყანაში ადამიანი ფეხბურთელად ვერ ყალიბდება, სადაც მიდის და იქაც უჭირს თამაში. პასი არა, კარში დარტყმა არა, მეორე სართულზე თამაში არა და მთავარი - ფიზიკური მომზადების დონე - ნოლი. თანამედროვე ფეხბურთი ეს არის, ჩვენ ვერცერთს ვერ ვაკმაყოფილებთ და სამაგიეროდ ამბიციები გვტანჯავს, წავაგებთ და გული გვტკივა. მერე ეს მწვრთნელიც შესაბამისი ჩამოდის - ამ ნაკრებით წარმატების მიღწევა მასაც ვერ წარმოუდგენია, უბრალოდ საკუთარ შესაძლებლობებს ცდის, რისი მაგალითიც წინა შეხვედრებში ვნახეთ. ჩემი აზრით, გამოსავალი ჯანსაღი სისტემის შექმნაა, რომელიც შედეგს 10, 15 და შეიძლება 20 წლის შემდეგ მოგვცემს. მანამდე კი ნერვებს ტყუილად მოვიშლით.
: )))))))
10 ოქტომბერი 2021 01:29
1
ფედერაციაში ერთი რომ შეიხედოთ მიხვდებით თუ რატომ არ გვაქცს შედეგი.ესეთი უმაქნისი და უსაქმური ორგანიზაცია რატომ უნდა ფინასდებოდეს სახელწიფო ბიუჯეტიდან საერთოდ ძალიან მიკვირს,მითუმეტეს ამხელა თანხებით.
ვახო
10 ოქტომბერი 2021 16:27
4
ქართულ ფეხბურთს დიდი ხანია არ ვუყურებ. სამწუხაროდ არანაირი სანახაობა. არანაირი სიამოვნება.
აევკლ
10 ოქტომბერი 2021 12:17
0
აბა საიდან მიხვდი, რომ წავაგეთ?
Fubjg
10 ოქტომბერი 2021 17:55
0
ეჰ ის დრო მომენატრა,კარგად რომ ვთამაშობდით,მაგრამ მაინც რომ ვაგებდით...შოთას ბრალია ყველაფერი,მიდი რა შენს საქმეს მიხედე(არა და მართლა მიხედილი აქვს)...კიდევ რა უნდა ხდებოდეს ფედერაციის პრეზიდენტი,ან საერთოდ ვინმე რომ გადადგეს.
levan
10 ოქტომბერი 2021 10:51
2
ეჰჰ, იმ დროს ლამაზად მაინც ვთამაშობდით!!
ყარაულიდან დაწყებული, პრეზიდენტით დამთავრებული ყველა უნდა გადადგეს!!!
კახა
10 ოქტომბერი 2021 11:08
1
გუნდი, რომელიც მსოფლიოს შესარჩევში ბოლო 16 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთ თამაშს მოიგებს, ამიხსენით ასეთ გუნდს მომავალი აქვს? ასე რომ ეს პრობლემები გუნდს ახლა არ დაწყებია.
გია
09 ოქტომბერი 2021 23:19
1
ბევრი ვიცი რომ წინააღმდეგია, მაგრამ ვემხრობი იმ აზრს, რომ ნაკრებში ნატურალიზებული ფეხბურთელები თამაშობდნენ. აფრიკის კონტინენტიდან მშიერი ფეხბურთელები უნდა ჩამოიყვანონ საქართველოს ჩემპიონატში და შემდეგ ნატურალიზება უნდა მოხდეს. ამათზე მეტი ჯიგრით ითამაშებენ, რადგან მათთვის ის თანხები რასაც ესენი იღებენ ნაკრებში იქაური ცხოვრებისთვის დიდი თანხაა. 3000 ლარისთვის დარწმუნებული ვარ სახეს გაიძრობენ. ელემენტარული სირბილი მაინც იციან ამათგან განსხვავებით... ეგრე უნდა დაამცირო ეს სამარცხვინოები.
Anti
09 ოქტომბერი 2021 22:54
11
გამოჩნდა რომ შემტევი ფეხბურთი არაა ქართველების სტილი. გაიხსენეთ, ყველგან რომელ მატჩშიც წარმატებას მივაღწიეთ, ყველგან მეორე ნომრად ვიყავით და საერთოდ ქეცბაიას დროს დაცვა მაინც იყო მოწოდების სიმაღლეზე ხშირად.
qomagi
09 ოქტომბერი 2021 22:52
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული