საქართველოს ნაკრების მორიგი უსახური მატჩი და მორიგი მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირზე საკუთარ მოედანზე საბერძნეთთან 0:2 დამარცხდა.

სექტემბრის წარუმატებელი სერიის შემდეგ „ჯვაროსნების“ მწვრთნელი ვილი სანიოლი ოქტომბერში თამაშის ხარისხის გამოსწორებას დაგვპირდა, ტრავმირებული ფეხბურთელებიც დაუბრუნდა, მხოლოდ კაშია და კიტეიშვილი აკლდა და ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა. სამწუხაროდ, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდა და ჩვენმა გუნდმა ფაქტიურად საკუთარი მოედნის უპირატესობა დაკარგა.

დებიუტში საქართველოს ნაკრები ინიციატივას დაეუფლა, ბერძნები კი სწრაფი და სახიფათო კონტრშეტევებით გვპასუხობდნენ და პავლიდისმა გოლი გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა. 22-ე წუთზე საჯარიმოდან ჩაწოდებული ცაველასმა
დაარტყა და ლორიამ გადაგვარჩინა. საპასუხო იერიშისას კაკაბაძის დარტყმული მეკარე ვლახომიდოსმა მოიგერია. მეტოქე კარგად კეტავდა ზონებს, საქართველოს ნაკრები მწვავე შეტევებს ვერ ახერხებდა, მიქაუტაძე კი თამაშიდან გამოთიშული იყო. მე-40 წუთზე მასურასს ლორიამ არ დაანება გატანა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში თამაშის სურათი არ შეიცვალა და სანიოლმა ორმაგი ცვლილება განახორციელა - ჩაკვეტაძისა და მიქაუტაძის ნაცვლად მოედანზე გვილია და ოქრიაშვილი შეუშვა. უპირატესობას კი სტუმრები ფლობდნენ, მაგრამ მომენტი არც ერთ კართან არ იქმნებოდა, ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, თუმცა 90-ე წუთზე მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ დაასკვნა, რომ გიორბელიძემ საკუთარ საჯარიმოში ბურთზე ხელით ითამაშა, პენალტი დანიშნა, რომელიც ბაკასეტასმა გამოიყენა, ბოლოს კაკაბაძის შეცდომით პელიკასმა ისარგებლა და მორიგი მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს სტუმრად კოსოვოსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - საბერძნეთი 0:2
გოლები: 0:1 ბაკასეტასი (90, პენ), 0:2 პელიკასი (90+5)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია (დავითაშვილი 90), ლობჟანიძე (ქვილითაია 90), ჩაკვეტაძე (გვილია 60), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ოქრიაშვილი 60)

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ცაველისი, მავროპანოსი, ჰაციდიაკოსი, ციმიკასი, ბუხალაკისი, სიოპისი, ანდრუცოსი, პავლიდისი (პელიკასი 46), მასურასი (ციოლისი 78), ბაკასეტასი

მკითხველის კომენტარები / 170 /
კვარაცხელია თმების გასწორებას უფრო მეტ დროს უთმობს ვიდრე რაიმე მოქმედებას. ხო შეოძლება შეისწორო/შეიჭრა ან დაიმაგრო რაიმე ზონარი/სალტე, როგორც თუნდაც მოდრიჩს აქვს გაკეთებული. აშკარად ხედვის კუთხეს უჩრდილავს, განსაკუთრებით მარჯვენა მხარეს, და თან ამდენი დროის და ენერგიის კარგვა მის შესწორებაზე არ უნდა იყოს სწორი ჩემი აზრით.
ვაჟა
10 ოქტომბერი 2021 09:55
4
ხალხო, ცოტა იქნებ დაფიქრდეთ, ჩაუღრმავდეთ. პრობლემა უფრო ღრმაა, და რამე ახალს და ჩემ მოგონილს კი არ ვწერ.... ქვეყანაში სადაც ყველაფერი უკან მიდის, სადაც ტყუილი მართალია, სადაც მართალი ტყუილია, სადაც ყველაფერი შეიძლება ყველაფერი მოსულა, სადაც...... ჭკნება სიცოცხლე, სადაც ხელმძღვენელი პირები მონები არიან,იქ ვერც ფეხბურთი წავა წინ.შეიძლება სადღაც რაღაც გაარტყა, მაგრამ ესეც კანონზომიერებაა. ამიტომ რაც ეხლა ხდება ლოგიკურია და ყველაფრის ღირსები ვართ.
რამდენჯერ , სამწუხაროდ
09 ოქტომბერი 2021 22:31
11
არ იცის მაგ კაცმა მწვრთნელობა... არც ჩვენ ვიცით თამაში.. შესაბამისად არც ის აწვალოთ და არც ჩვენ გვაწვალოთ
Mose
09 ოქტომბერი 2021 22:27
0
მაგარი უსისხლო და უჯიგრო ნაკრები გვყავს, ეგეთი უსირცხვილოები როგორ ხართ ვერ ვხვდები, ეს არ ეხება კანკავას, რომელიც ყოველთვის სულს და გულს დებს თამაშში. სანიოლი არ არის ის ტრენერი რომელიც გვჭირდება. ვერ შეცვალა სურათი თამაშის მეორე ტაიმში. ამ ეტაპზე არანაირად არ გვჭირდება უცხოელი ტრენერი ჩემი აზრით. წიტაიშვილს რას ერჩის ვერ ვხვდები, რატომ არ შემოიყვანა მეორე ტაიმში. გაუშვით სახლში სანიოლი და მოეშვით უაზროდ ამ ფულის ყრას. ამ დონეზე ნაკრებს ყველა ქართველი ტრენერი ათამაშებს.
Anti
09 ოქტომბერი 2021 22:11
1
ამ დონეზე მწვრთნელიც არა საჭირო მგონი))
georgian
09 ოქტომბერი 2021 23:08
0
ერთადერთი რაც მართლაც "იდეალურად" გამოსდით ბიჭებს, არის პასები უკან, თავიანთ სათამაშო ნახევარზე, აბა წინ ვერ გარბიან და ასე მაინც ითამაშონ.
ამასაც თუ თამაში ქვია?!
09 ოქტომბერი 2021 22:32
2
"ახდენილი ოცნებები". მოტივაცია და სირბილის სურვილი ნოლი ,ესპანეთთან თამაშის მერე ეს ვერ დავინახე,რაც მწვრთნელის ბრალია ... კობიაშვილი თავისი ქოცნახირიანა მოსაშორებელია არამარტო ფედერაციიდან პარლამენტიდანაც კი .. როდის იყო რო არაპროფესიონალიზმით და ნაცნობობ, ძმა - ბიჭობით საქმე კეთდებოდა ???
ქოცისტანი...
09 ოქტომბერი 2021 23:11
17
რა გინდა ცოცხისტანი რას ბოჟიალობ?! ბაზრის დირექტორი სიჭინავა, რომ გყავდა ხო დავფრინავდით.
H
10 ოქტომბერი 2021 01:24
19
მხოლოდ ეს მადგას ეხლა ენაზე, ეს გახლავთ იმპოტენტი ნაკრები.
ზაალი
09 ოქტომბერი 2021 22:10
2
აღიარონ ამათ-არიან ჭ კლასი,იმიტომაც არ თამაშობენ ევროპის წამყვან ლიგებში-სადაც არიან იქაც აგენტების მარიფათით თორე მე რო გუნდის პრეზიდენტი ვიყო ამათ ნაღდად არ ავიყვანდი.
მწვრთნელი ცალკე თემაა-მე დამნიშნეთ,უხელფასოდ Home office დავაყენებ ამაზე უფრო აზრიან შემადგენლობას და whattsappით გამოგიგზავნით.
Levani
09 ოქტომბერი 2021 22:33
1
მახსოვს ამ ვებგვერდის ჟურნალისტმა დაწერა სტატიაში:კაკაბაძის დონის ფლანგელი და კვარაცხელიას დონის ტალანტი ესპანეთის ნაკრებს არ ყავსო! გამოვიდეს სახალხოდ ბოდიში მოხადოსს!!!:))((
nika
09 ოქტომბერი 2021 22:05
1
არ იდარდოთ ძმებო! ყველაფერი კარგად-ქართულ ჯიგრულ პონში მიდის, წავაგეთ,მაგრამ მთავარია: კანკავამ მე-100 მატჩი ითამაშა,კვარამ ჭანკვემ და მიქაუტაძემ ერთად ითამაშეს,თანაც კვარამ მოედნის ცენტრში ორი კაცი მოატყუა მისი სატრაფერო ფასი 20მილიონია და მსოფლიოს 500 ტოპ ფეხბურთელთა სიაშია.ამბობენ, კალა-კობიაშვილის საძმო ფეხბურთის განვითარების ახალ, 10 წლიან გეგმაზე მუშაობენო,ასევე კობისთვის მესაე თანამდებობის შერჩევის პროცესი აქტიურად მიდისო,ასე რომ.......
ჩასაფრებული
10 ოქტომბერი 2021 11:37
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული