ფამაგუსტელები კაჭარავას დაბრუნებას ელიან - "ქეცბაიას სურს, გოლები ფორვარდებმა გაიტანონ"

AutoSharing Option
კვიპროსული philenews-ი "ანორთოსისის" შეტევაში არსებულ მდგომარეობასა და ნიკა კაჭარავას როლზე წერს:

"ანორთოსისმა" სეზონის წინ 34 წლის ჩრდილოირლანდიელი ფორვარდი კაილ ლაფერტი დიდი ზარ-ზეიმით შეიძინა, თუმცა მან გულშემატკივართა იმედები ვერ გაამართლა - ცოტას თამაშობს და შედეგიანი მოქმედება არ აქვს. ფამაგუსტელები ნიკა კაჭარავას სრულყოფილად დაბრუნებას ელიან.

ლაფერტმა სამ შეხვედრასა და 216 წუთში ვერაფერი გააწყო, ქართველ ფორვარდს კი ჯერჯერობით მხოლოდ 13 წუთი მიეცა.

ჩრდილოირლანდიელი შემტევის საკლუბო კარიერა საკმაოდ შედეგიანი იყო, ჩრდ. ირლანდიის ნაკრების რიგებში კი 83 მატჩში 20 გოლი გაიტანა."

ქართველი სპეციალისტის გუნდს კვიპროსის
ჩემპიონატში მხოლოდ 6 შედეგიანი დარტყმა აქვს, რომლის ნახევარიც 28 წლის ნახევარმცველ კოსტაკის არტიმატასის ანგარიშზეა, რაც საყრდენის საქმე ნაკლებადაა. თემურ ქეცბაიას სურს, გოლები ფორვარდებმა გაიტანონ."

"ანორთოსისი", რომელსაც 4 შეხვედრის შემდეგ 6 ქულა აქვს, 17 ოქტომბერს "აელს" ესტუმრება.

altნიკა კაჭარავამ საკლუბო მომავალი გადაწყვიტა

altევროტურნირები გუნდს შეუფერხებლად მუშაობაში ეხმარება - თემურ ქეცბაია 13 წლის შემდეგ

alt"სახელმძღვანელო ქეცბაიასთვის" - "ანორთოსისი" 3 მცველით უკეთ თამაშობს



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული