"ანორთოსისმა" სეზონის წინ 34 წლის ჩრდილოირლანდიელი ფორვარდი კაილ ლაფერტი დიდი ზარ-ზეიმით შეიძინა, თუმცა მან გულშემატკივართა იმედები ვერ გაამართლა - ცოტას თამაშობს და შედეგიანი მოქმედება არ აქვს. ფამაგუსტელები ნიკა კაჭარავას სრულყოფილად დაბრუნებას ელიან.
ლაფერტმა სამ შეხვედრასა და 216 წუთში ვერაფერი გააწყო, ქართველ ფორვარდს კი ჯერჯერობით მხოლოდ 13 წუთი მიეცა.
ჩრდილოირლანდიელი შემტევის საკლუბო კარიერა საკმაოდ შედეგიანი იყო, ჩრდ. ირლანდიის ნაკრების რიგებში კი 83 მატჩში 20 გოლი გაიტანა."
ქართველი სპეციალისტის გუნდს კვიპროსის
"ანორთოსისი", რომელსაც 4 შეხვედრის შემდეგ 6 ქულა აქვს, 17 ოქტომბერს "აელს" ესტუმრება.
ნიკა კაჭარავამ საკლუბო მომავალი გადაწყვიტა
ევროტურნირები გუნდს შეუფერხებლად მუშაობაში ეხმარება - თემურ ქეცბაია 13 წლის შემდეგ
"სახელმძღვანელო ქეცბაიასთვის" - "ანორთოსისი" 3 მცველით უკეთ თამაშობს