არც ევროპა და არც არაბთა გაერთიანებული საემიროები - კვირკველია კარიერას უკრაინაში გააგრძელებს

AutoSharing Option
ზაფხულის შემდეგ უგუნდოდ მყოფი საქართველოს ნაკრების 29 წლის ცენტრალური მცველი საბა კვირკველია "მეტალისტი 1925"-ის ფეხბურთელი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული კლუბი ავრცელებს.

ხარკოვულ კლუბში კვირკველიას 6-ნომრიანი მაისური გადასცეს.

"მეტალისტი 1925" ჩემპიონატზე მე-8 ადგილზეა და 16 ოქტომბერს "მარიუპოლს" დაუპირისპირდება.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვირკველია, რომელსაც მოსკოვის "ლოკომოტივთან" კონტრაქტი დაუსრულდა და არ გაუგრძელეს, კარიერას რომელიმე ევროპულ კლუბში ან არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გააგრძელებდა და მან "პანათინაიკოსში" გადასვლაზე უარი თქვა.

"მეტალისტი 1925"-ის მწვრთნელმა ვალერი კრივენცოვმა თქვა, რომ კვირკველია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი მოთამაშეა, რომელმაც საქართველოს
ნაკრებში 40-ზე მეტ მატჩში მიიღო მონაწილეობა, გუნდს ძალიან გააძლიერებს, მით უმეტეს, დაცვის ხაზში საკადრო პრობლემები აქვთ და მისი ძალიან ეიმედებათ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ფორმის აღდგენისთვის არ არის ცუდი ვარიანტი ითამაშებს რამდენიმე თვე და გადავა მერე უკეთეს გუნდში ალბათ
კარგად გამოჩნდა ბოლო თამაშებში რომ ათამაშებული საბა ძალიან ჭირდება ნაკრებს
ლუკა
12:41 16-10-2021
0
გრიგალავაც დაიმატონ ბარემ და გაუვალი იქნება მეგრული დუეტი. უთხრას რა ვინმემ ვალერი კრივენცოვს.
Lasha
17:37 15-10-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული