"ხვიჩა გამოსწორდება და "რუბინს" გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარება" - სლუცკი, რუსული მედია და ღურწკაია კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატზე ზედიზედ სამი წაგების შემდეგ "რუბინი" "ლოკომოტივს" უმასპინძლებს და გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. მატჩის წინ კლუბის საიტთან კომენტარი ყაზანური გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ გააკეთა:

"იმედია, ჩვენ ყველა ფეხბურთელის მეტ-ნაკლებად თანაბარ მდგომარეობაში მოყვანას მოვახერხებთ. ახლა უფრო მოთამაშეთა აღდგენით ვართ დაკავებული, რომლებიც ნაკრებებიდან დაბრუნდნენ და ყველაზე გვიან ითამაშეს - ინ ბომი და კვარაცხელია".

"ლოკოს" მწვრთნელი მარკო ნიკოლიჩი გადააყენეს და მის ნაცვლად გერმანელი მარკუს გისდოლი დანიშნეს. სლუცკიმ თქვა, რომ სხვა გუნდის ამბებს არ განიხილავს, თუმცა ეს შეხვედრისთვის მათ მომზადებას ართულებს, გისდოლი კი კლასიკური
გერმანელი სპეციალისტია, რომლის გუნდები საკმაოდ აგრესიულად თამაშობენ.

მატჩს მცირე პრევიუ sportsdaily-მ მიუძღვნა:

ხვიჩა გისდოლს "ლოკომოტივში" დებიუტს გაუფუჭებს. რა მოხდება მე-11 ტურში

"ლოკომოტივი" მარკუს გისდოლის ხელმძღვანელობით პირველ მატჩს ჩაატარებს. უნდა ველოდოთ, რომ "რკინიგზელთა" თამაში უფრო მარტივი და ტაქტიკურად პროგნოზირებადი გახდება, მაგრამ ამავ დროს მეტად შემტევი და აგრესიული. ზედიზედ სამი მარცხისა და სლუცკის გუნდის მდგომარეობის გათვალისწინებით, "რუბინს" გაუჭირდება, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელია ბოლო ტურში ჩავარდნისათვის გამოსწორდება - თავის ყოფილ გუნდს დაამწუხრებს და მასპინძლებს წარუმატებელი სერიის შეწყვეტაში დაეხმარება".

კვარაცხელიას თაობაზე БИЗНЕС Online-ს ჟურნალისტ სერგეი ეგოროვთან საფეხბურთო აგენტმა თემურ ღურწკაიამ ისაუბრა:

"ჩემთვის ცხადი იყო, რომ ხვიჩას ასეთი ჩავარდნა ექნებოდა. არ მინდა წინასწარმეტყველი ვიყო, თუმცა ჯერ კიდევ მაისში ვამბობდი, რომ ხვიჩა უნდა წასულიყო. მას უკვე სულში ეჯდა, რომ წავიდა. უკან დაბრუნება მისთვის რთული იყო. რამდენადაც ვიცი, ხვიჩა იმათ შორის ორად იყოფოდა, რომ მისთვის დარჩენა იყო საჭირო (რუბინში) და რასაც მამა ეუბნებოდა. მამა კი ეუბნებოდა, რომ წასვლა მართებდა.

ჩვენ ძალიან ახალგაზრდა ბიჭზე ვლაპარაკობთ, რომელსაც ყველანი დითირამბებს უმღეროდნენ, ამბობდნენ, რომ ის მსოფლიოს ყველა კლუბს სურდა. ასეთ კლუბებს ასახელებდნენ! "იუვენტუსსაც" და "ტოტენჰემსაც"! ეს ხომ "სახურავს ხდის".

"რუბინისა" და "ლოკომოტივის" მატჩი 16 ოქტომბერს თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რეალურად არაადეკვატური ქებაც ცუდია, ადამიანი მუდამ სტრესშია, რომ ამდენ გულშემატკივარს იმედი არ გაუცრუოს და ეს უარესია. ეს წინასწარი მოლოდინებიც ასევე, ამ თამაშში ასე იზამს და ისე იზამს, სისულელეა ამის წერა.
ამ ბიჭის მიმართ რომ თავიდანვე ადეკვატური რეაქცია ყოფილიყო გულშემატკივრის, მასზე ამხელა წნეხი არ იქნებოდა. შეხედე როგორც ნიჭიერ 20 წლის ბიჭს, რომელსაც ყველაფერი წინ აქვს და განვითარება სჭირდება. რა საჭირო იყო მისთვის საქართველოს იმედის და გადამრჩენელის ძახილი, თვითონ მსგავსზე არაფერზე უფრიქრია, ნაკრების ლიდერი ხარო რომ უთხრეს გადაცემაში, თქვა , რომ როცა კანკავა და სხვა გამოცდილი ფეხბურთელები არიან ნაკრებში 19 წლის ბიჭი ვერ იფიქრებს რომ ლიდერიაო.
არასოდეს არ ჰქონია მას არც ლიდერობაზე პრეტენზია და არც ერის გადამრჩენელი ჰგონებია თავი.
ძალიან ძნელია, საერთოდ არაფერ შუაში რომ არ ხარ და ტყუილად მოდის ამხელა წნეხი, ბულინგი და ლანძღვა.
იგივე შემიძლია ვთქვა მის სატრანსფერო ფასზე. ტრანსფერმარკეტმა დაადო 18 მილიონი და თვითონ რა შუაშია ამ ყველაფერთან.
მას შეცდომის დაშვების უფლებას არ აძლევენ. ერთი ორი ცუდად ჩატარებული თამაში და პრესა ისე ატრიალებს ამას, თითქოს მისთვის ყველაფერი დასრულდა.
გავიხსენოთ დიდი ფეხბურთელები 20 წლის ასაკში, რამდენი ცუდი თამაში ექნებათ ჩატარებული. რატომ ჰყავს ასეთი პრესა, რომ ლამის ჩაქრობას და კარიერის დასრულებას უწინასწარმეტყველებენ ყოველი ცუდი თამაშის მერე.
რამდენი ფეხბურთელი საერთოდ 22 ,23 ან 25 წლის ასაკში შეამჩნიეს და წაიყვანეს დიდმა გუნდებმა. რუსებიც და ქართველებიც იმაზე მუშაობენ, რომ ამ ბიჭმა მოტივაცია დაკარგოს. ვერ ვხდები როდის მოასწრო ასეთ პატარა ასაკში ამდენი ჰეითერის მოგროვება. ან რატომ არის მის მიმართ ამხელა წნეხი? მაგის ასაკის ფეხბურთელები თამაშობებ მშვიდად და ცდილობენ განვითარებას , ამას კიდე ყოველ ჩაგდებულ თამაშს კატასტროფად უთვლიან.
Herbst
22:02 15-10-2021
2
ხვიჩა დროა დაამტკიცო, რომ ფეხბურთი ძალიან გიყვარს, აი ესაა მთავარი, რისი იმედიც მთელ საქართველოს აქვს. ქართველების ჯიგარში ზიხარ და იჯდები ყოველთვის. აბა შენ იცი, შეუბერე......................
სტალინი
00:58 16-10-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული