"ჰათაისპორი" "გაზიანთეფს" უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში, სამეულში შესვლას შეძლებს, რადგან "ბეშიქთაში" დამარცხდა და ახლა ამ ორ გუნდს შორის სხვაობა მხოლოდ 1 ქულაა. "გაზიანთეფი" სტუმრად ძალიან ცუდად თამაშობს და მიმდინარე სუპერლიგაში არ გაუმარჯვია.
"ჰათაისპორი", ისევე, როგორც მისი ქართველი შემტევი, მშვენივრად გამოიყურება - ლობჟანიძის ანგარიშზე ხომ 3 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა.
მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები ფავორიტებად მიიჩნევიან, მათი უკანასკნელი 5 დაპირისპირებიდან "ჰათაისპორმა" გამარჯვება ვერცერთში
შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.
გიორგი წიტაიშვილისა და ბექა ვაჩიბერაძის "ჩერნომორეცს" კი სატურნირო მდგომარეობის გამოსწორება სჭირდება - მათ 10 მატჩიდან მხოლოდ 6 ქულა აქვთ და ბოლოსწინა ადგილს იკავებენ.
ქართველი ლეგიონერები შედეგიანი მოქმედებებით არ გამოირჩევიან, თუმცა მეტოქეებს წიტაიშვილის დრიბლინგებთან გამკლავება უჭირთ.
ოდესურმა კლუბმა ჩემპიონატში ბოლოს 16 აგვისტოს, სტუმრად "მარიუპოლთან" გაიმარჯვა და ახლა ამის გაკეთება "ვერესთან" საკუთარ მოედანზე უნდა შეძლოს.
მატჩი ჩვენი დროით 20:30 საათზე შედგება.
ლობჟანიძე და "ჰათაისპორი" აღარ ხუმრობენ [VIDEO]
აქტიური წიტაიშვილის 90 წუთი და 5-თამაშიანი მოუგებელი სერია [VIDEO]