მასპინძლები პირველი ტაიმის განმავლობაში განსაკუთრებით დომინირებდნენ და ანგარიშიც მიჰყავდათ. შეხვედრაში იყო ეპიზოდები, სადაც ოდესელებს მეორე გოლი უნდა გაეტანათ და გამარჯვებულის ბედი გადაეწყვიტათ, მაგრამ ასე არ მოხდა, სტუმრებმა კი 87-ე წუთზე თერთმეტმეტრიანით გაათანაბრეს.
გიორგი წიტაიშვილმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და მონაწილეობა საგოლე კომბინაციაშიც მიიღო.
ქართველმა შემტევმა მე-13 წუთზე საჯარიმოს გარედან კარგი დარტყმით ბურთი მარჯვენა კუთხეში გაგზავნა, მაგრამ სიზუსტე დააკლდა.
"ჩერნომორეცის" აშკარა ზეწოლამ 39-ე წუთზე შედეგი გამოიღო - კონტრშეტევის შემდეგ გიორგიმ მოედნის ცენტრიდან შეტევა ვანატს გაუგრძელა, რომელმაც სმიტს გაატანინა.
ბექა ვაჩიბერაძე შეხვედრაში 71-ე წუთზე ჩაერთო. თითქოს სახიფათო მომენტები აღარ იქმნებოდა, "ინგულეცმა", სადაც წლევანდელ სეზონამდე ნიკა სიჭინავა გამოდიოდა, შეხვედრის გადარჩენა მაინც მოახერხა.
"ჩერნომორეცის" მოუგებელი სერია 5 მატჩამდე გაიზარდა, გუნდს მხოლოდ 6 ქულა აქვს და საკუთარ კარში ძალიან ბევრი - 22 გოლი მიიღო. შედარებისთვის, ამდენივე ქულის მქონე "მინაის" მხოლოდ 11 ბურთი აქვს გაშვებული.
წიტაიშვილისა და ვაჩიბერაძის გუნდი 2 ოქტომბერს "კოლოსს" ესტუმრება, ამის შემდეგ კი სანაკრებო პაუზა დაიწყება.
ვაჩიბერაძე - მატჩის საუკეთესო, წიტაიშვილის 20 წუთი
წიტაიშვილი - ფეხბურთელი, რომელიც ნაკრებს ძალიან სჭირდებოდა, მარცხს ფილოსოფიურად გამოეხმაურა
AS: წიტაიშვილი ახალი ალმასია - კვარაცხელიას შემცვლელი ნაპოვნია