![](https://sportall.ge/pictures/image5/2e0eba66c7e2288c471bf63058aa7626.jpg)
კვიპროსის ჩემპიონატის მე-6 ტურში ქართველების "აპოელმა" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა "ეთნიკოსი".
ანგარიში სადებიუტო გოლით, მახვილი კუთხიდან შესრულებული საჯარიმოთი თორნიკე ოქრიაშვილმა გახსნა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა.
სტუმრები ძალიან უხეშობდნენ, 42-ე წუთზე ტრავმის გამო მოედნის დატოვება მასპინძელთა ნახევარმცველ დანილოს მოუწია, ხოლო 48-ეზე ბუბა დაუშვილს, რომელიც სათადარიგოთა სკამზე ფეხშეხვეული ყავარჯნებით დაბრუნდა.
![ოქრიაშვილის ულამაზესი გოლი, დაუშვილის მძიმე ტრავმა და "აპოელის" რთული გამარჯვება Sportall.Ge](/pictures/artimages/original/e16681496ba70d6c033aff49bb8badb5.jpg)
81-ე წუთზე "ეთნიკოსმა" ანგარიში პენალტით გაათანაბრა, 87-ე წუთზე კი "აპოელს" გამარჯვება მცველმა ანტრეას კარომ მოუტანა.
"აპოელში" 78-ე წუთამდე ითამაშა გიორგი ქვილითაიამ.
"აპოელი" 6 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა და 24
ოქტომბერს გასვლაზე "არისს" შეხვდება.