წიტაიშვილი არასასურველ გუნდსა და სიტუაციაში აღმოჩნდა

AutoSharing Option
უდავოდ ნიჭიერი ფეხბურთელია საქართველოს ნაკრების 20 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი, მაგრამ აშკარად არ გაუმართლა, როდესაც კიევის "დინამოს" მწვრთნელად მირჩა ლუჩესკუ დანიშნეს. რუმინელს რატომღაც თვალში არ მოუვიდა ჩვენებური, გასულ წელს "ვორსკლაში" იჯარით გაუშვა, სადაც მძიმე ტრავმა მიიღო და მთელი სეზონი გაუცდა. ზაფხულში ლუჩესკუმ გიორგი ერთ შეკრებაზე წაიყვანა და შემდეგ თავისი გუნდის სხვა 15 ფეხბურთელთან ერთად "ჩერნომორეცში" ისევ იჯარით მიავლინა.

"ჩერნომორეცზე" ადრეც მოგიყევით და თავს მეტად არ შეგაწყენთ, მხოლოდ შეგახსენებთ, რომ ფაქტობრივად, თავის მწვრთნელებიანად "დინამოს" დუბლებია, რაც ოდესელებს არ მოსწონთ და არც
გულშემატკივრობენ. პირიქითაც შეიძლება ითქვას. აქედან გამომდინარე, გუნდის უხეირო ასპარეზობაც არაა გასაკვირი.

უკრაინის პრემიერლიგის მე-11 ტურში "ჩერნომორეცი" საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა "ვერესთან", რომელიც მე-20 წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა. ოდესელებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, მაგრამ 65-ე წუთზე ილია პუტრიამ პენალტი ვერ გამოიყენა. "ჩერნომორეცში" 82-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ბექა ვაჩიბერაძე, ხოლო წიტაიშვილმა სრულად ითამაშა და თავის გუნდში ერთადერთი იყო, ვინც შეტევების ორგანიზებას ცდილობდა, პასებსაც ანაწილებდა, მაგრამ ასეთ არაორგანიზებულ გუნდში ძნელია თავის წარმოჩენა და პროგრესირება. არადა, ასეთ ნიჭიერ ახალგაზრდას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება წინსვლა და დახვეწა. ერთი სიტყვით, კარიერაში ბევრი რამ ბედზეა დამოკიდებული და იმედია, გიორგი არ დანებდება და გულს არ გაიტეხს.

"ჩერნომორეცი" 6 ქულით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა და 23 ოქტომბერს "ლვოვს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თურქეთის ჩემპიონატი მოუხდებოდა!
*გიორგი
19 ოქტომბერი 2021 15:32
0
მართალია მაინც არავის ესმის მაგრამ კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ პოსტსაბჭოურ ქვეყნებში თამაში საფრთხეს წარმოადგენს კარიერისთვის...
ვენეციის კომისია
19 ოქტომბერი 2021 13:43
1
არ ჯობია, რომ მოეშვას ამ კიევის დინამოს და სადმე სხვა წესიერ კლუბში სცადოს გადასვლა ზამთარში?!
N
19 ოქტომბერი 2021 12:32
0
საქართველოს საფეხბურთო წრეებიდან არავის შეუძლია მისი დახმარება!??...
კობა
19 ოქტომბერი 2021 12:05
0
ეს არის მინი რუსული ხრიკი ადამიანის დასჯისთვის. არამარტო გიორგი, არამედ ბევრი სხვა ქართველიც დაუსჯიათ ასე. მაგალითად ხვიჩა იმიტომ ისჯება, რომ რუსეთზე არ აფანატებს რუსეთის მოქალაქეობას არ ითხოვს, რომ იმ ნაკრებში ითამაშოს. მაგიტომ ჩატოვეს რუსეთში. მედიიდან რამდენჯერ წამოსულა ისეთი წერილები,ნეტა რუსი იყოს, ჩვენთან ითამაშებდაო და მერე საშინელი არაობიქტური კრიტიკაც ამას მოყვა, რომ ის რამენაირად დაეკნინებინათ. არაბიძეს 3 წლის განმავლობაში 21 წლის ისე გახდა, ერთხელ არ მისცემია ნორმალური შანსი იმიტომ, რომ უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა და საქართველო აირჩია. კარიერის არევაშიც შახტარია დამნაშავე და უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია. კვირკველიაც ამ ერთგვარ შურისძიებას ემსხვერპლა ლესტერის შემოთავაზების შემდეგ და სხვა გუნდებიც იქნებოდნენ, უბრალოდ რუსებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ საქმე ტრანსფერამდე არ მისულიყო. იმედია ერთ დღეს გიორგი მაინც შეძლებს უკრაინიდან გაქცევას. სხვა გზა იმ ქვეყანაში არ არსებობს
გორი
19 ოქტომბერი 2021 11:16
4
ისე იძახი ჩატოვესო გეგეონება , ხვიჩა 30 წლისაა და ერთი 10 სეზონია რუსეთში თამაშობს ))
ლშა_იუვენტინო
19 ოქტომბერი 2021 14:15
3
ჩერნომორეცში უკრაინის მაჩანჩალა გუნდში თამაშს ისევ საქართველოში ბათუმის ან თუნდაც თბილისის დინამოში ჯობია თამაში , რავი დინამოების ხელმძღვანელები რას ფიქრობენ იჯარით მაინც აიყვანონ , ზოგიერთ ძალათ ფეხბურთელ ლეგოინებს როგორ არ ჯობია ?
დათო-რუსთავი
19 ოქტომბერი 2021 09:47
0
როდემდე აქვს დინამოსთან კონტრაქტი? უკრაინის გარდა გუნდი აღარაა? კარგი ბიჭია კარგი ტექნიკით ფიზიკასაც არ უჩივის და ამ საბჭოეთს შეეშვან ჰოლანდიაში წავიდეს
რომა
19 ოქტომბერი 2021 09:42
0
მომწონს ამ ბიჭის თამაში და წარმატებას ვუსურვებ. უკრაინელებისგან კი, როგორც ჩანს, ყველაფერია მოსალოდნელი.
100%
19 ოქტომბერი 2021 07:57
0
Chemi azrit giorgis saqartvelis nakrebis archeva ar apaties da yvelanairad chagraven, echvis ar mepareba ro ukrainis fexburtis federacias gavlena ar qondes kievis dinamoze da mwvrtnelebze
Gio
19 ოქტომბერი 2021 02:37
6

სიახლეები პოპულარული