ჩაკვეტაძე 2-მატჩიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ბრუნდება - ქართველების გუნდები განსხვავებულ ვითარებაში

AutoSharing Option
ხუთშაბათს, 21 ოქტომბერს, კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში, სერბული "პარტიზანი" გიორგი ჩაკვეტაძის "გენტს" უმასპინძლებს. ქართველი ფეხბურთელი გუნდთან ერთად ბელგრადში გაემგზავრა და დიდი ალბათობით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.

Sportall.Ge

ჩაკვეტაძემ კოსოვოში საქართველოს ნაკრების რიგებში თამაში სასუნთქი გზების მწვავე ინფექციის ნიშნების გამო ვერ შეძლო, ამის შემდეგ კი დისკვალიფიკაცია მოიხადა და ჟუპილერ ლიგაში ვერც "გენტს" დაეხმარა. ასე რომ, გიორგის თამაშის საშუალება 2-მატჩიანი იძულებითი პაუზის შემდეგ მიეცემა.

ამ გუნდებს 6-6 ქულა აქვთ. ჯგუფის კიდევ ორი წევრი, რომელთაც ჯერ ქულაც არ მოუპოვებიათ, კვიპროსში დაუპირისპირდება ერთმანეთს - თემურ ქეცბაიას, გიორგი ლორიას, ნიკა
ნინუასა და ნიკა კაჭარავას "ანორთოსისი" "ფლორას" უმასპინძლებს.

alt"ჩაკვეტაძე უხეშობით არ გამოირჩევა" - "გენტმა" აპელაცია შეიტანა

altქვილითაია "ანორთოსისს" ჩაკვეტაძეზე აფრთხილებს


მკითხველის კომენტარები / 2 /
მაინც 2-მატჩიანი გადაწყვიტეთ? ;))
ვვვ
16:16 21-10-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული