"არ მაინტერესებს, ფავორიტები ვართ თუ არა" - ქეცბაია კონფერენს ლიგის წინ

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მესამე ტურის წინ, სადაც "ანორთოსისი" "ფლორას" დაუპირისპირდება, მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენცია გამართა:

"ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ გასულ ორ ტურში ჩვენზე ძლიერ მეტოქეებს ვეთამაშეთ. მჯერა, რომ ხვალინდელ შეხვედრაში გამარჯვებას მოვახერხებთ. ჩვენთან წარმატება "ფლორასთვისაც" ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჯგუფურ ეტაპზე თამაში მათთვისაც დიდი მიღწევაა.

არ მაინტერესებს, ჩემი გუნდი ფავორიტია თუ არა - თუკი ამ დაპირისპირებაში გამარჯვებას ვერ მოვახერხებთ, მაშინ მართლაც პრობლემები შეგვექმნება. ესტონეთის ჩემპიონატი უკვე სრულდება, ჩვენ კი ახლახან დავიწყეთ.

დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრები მხარდაჭერას არ მოგვაკლებენ და გამარჯვებისთვის ჩვენც
ბოლომდე დავიხარჯებით.

"აელთან" მარცხის დავიწყების შესაძლებლობა გვეძლევა და ეს უნდა გამოვიყენოთ. ჩრდილოირლანდიელი ფორვარდი ლაფერტი მომჯობინდა და იქნებ თამაშიც შეძლოს."

ჯგუფს 6-6 ქულით "პარტიზანი" და გიორგი ჩაკვეტაძის "გენტი" ლიდერობენ. "ანორთოსისსა" (სადაც ლორია, ნინუა და კაჭარავა გამოდიან) და "ფლორას" ჯერ ქულაც არ მოუპოვებიათ.

ნიქოზიაში გასამართი შეხვედრა 21 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.

მომზადებულია philenews-ის მიხედვით

altჩაკვეტაძე 2-მატჩიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ბრუნდება - ქართველების გუნდები განსხვავებულ ვითარებაში

altქეცბაიას გუნდი კიდევ ერთხელ დამარცხდა - "გოლებს მარტივად ვუშვებთ"

altფამაგუსტელები კაჭარავას დაბრუნებას ელიან - "ქეცბაიას სურს, გოლები ფორვარდებმა გაიტანონ"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული