კონფერენს ლიგის მესამე ტურში "გენტმა" ბელგრადში "პარტიზანი" 1:0 დაამარცხა. გოლი 59-ე წუთზე კუმსმა გაიტანა.
მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა ჩაკვეტაძეს ნდობა გამოუცხადა, სასტარტოში დააყენა და არც შემცდარა - ქართველმა 80 წუთი ითამაშა, კარგად, ხალისიანად, როგორც სჩვევია, პასებს ანაწილებდა; თავდამსხმელი დეპუატრი ორჯერ გაიყვანა ხელსაყრელ პოზიციაზე. თავადაც ჰქონდა ორი მომენტი, ჯერ კარს ააცილა, შემდეგ კი მეკარე პოპოვიჩმა არ დაანება გატანა. მოკლედ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, მძიმე ტრავმების მერე მალე ძველ ჩაკვეტაძეს ვიხილავთ.
"გენტმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, B ჯგუფში ლიდერია, მეორეადგილოსან "პარტიზანს" 3 ქულით
უსწრებს და სერბულ გუნდს 4 ნოემბერს უმასპინძლებს.