"ქვილითაიაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული" - ქართველების მეტოქე ცნობილი ფეხბურთელებით

AutoSharing Option
დღეს, 24 ოქტომბერს, თორნიკე ოქრიაშვილის, გიორგი ქვილითაიასა და ტრავმირებული მურთაზ დაუშვილის "აპოელი", რომელიც კვიპროსის ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერია, მესამეადგილოსან "არისს" ესტუმრება.

24 Sports:

"აპოელს" ბრაზილიელი ფორვარდი ლეო უბრუნდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეტევაში გიორგი ქვილითაიას სწორედ ის შეუწყვილდება. გასულ შეხვედრაში ამ ფუნქციებს თორნიკე ოქრიაშვილი ასრულებდა, რომელიც ჩვეულ პოზიციას დაუბრუნდება."

Sportall.Ge

Kerkida:

"კვირის შეხვედრაში გუნდის კაპიტან გიორგი ქვილითაიაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ქართველ ფორვარდს არაერთი ორთაბრძოლის მოგება დასჭირდება - ის ყოფილ თანაგუნდელ გორდონ შიდელფელდს დაუპირისპირდება."

ცნობილი ხორვატი მცველი უკვე 36 წლისაა. სხვათა
შორის, "არისში" კიდევ ერთი საინტერესო ფეხბურთელია - 30 წლის დანი პაჩეკო, რომელსაც "ლივერპულშიც" უთამაშია. გუნდის მთავარი მწვრთნელი ლატვიელი ვიტალის ასტაფიევსია.

შეხვედრა ლიმასოლში, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

altკვიპროსული მედია ოქრიაშვილის უმაღლეს კლასსა და საფეხბურთო ინტელექტს აღნიშნავს

altოქრიაშვილის ულამაზესი გოლი, დაუშვილის მძიმე ტრავმა და "აპოელის" რთული გამარჯვება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული