კვარაცხელიას გოლი არ ჩაუთვალეს, მაგრამ "რუბინმა" შეხვედრა ხვიჩას ძალისხმევით გადაარჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურში ბოლოადგილოსანმა "უფამ" ყაზანის "რუბინს" უმასპინძლა და დაუზავდა - 1:1.

აუტსაიდერები ცუდად არ გამოიყურებოდნენ და ყაზანელებს რამდენიმე სწრაფი შეტევა განუხორციელეს.

მე-19 წუთზე აგალაროვმა მასპინძლები თერთმეტმეტრიანით დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ "რუბინის" კარში შესაძლო პენალტი VAR-მა მანამდეც გადაამოწმა, მაგრამ არ დაუნიშნავს. "უფას" გატანა 23-ე წუთზეც შეეძლო, თუმცა ყაზანელთა მეკარემ ივარგა.

ხვიჩა კვარაცხელიამ ხანგძლივი კომბინაციის შემდეგ, 34-ე წუთზე გაიტანა. საქმეში ისევ VAR-ი ჩაერთო, რომელმაც თამაშგარე მდგომარეობა საეჭვო ვითარებაში დააფიქსირა. ქართველი შემტევი მთელი შეხვედრის განმავლობაში ბევრს ცდილობდა -  თავდაპირველად, დაცვას აქტიურად ეხმარებოდა, შემდეგ კი შეტევაშიც გააქტიურდა.

"რუბინმა" კვარაცხელიას
ძალისხმევით გაათანაბრა - ხვიჩამ მასზე უკეთეს პოზიციაში მყოფი პლიევი ჩამოიცილა და ჟურავლიოვს ავტოგოლი გაატანინა.

შეხევდრაში კიდევ ერთი საკამათო ეპიზოდი იყო, რომელიც ვიდეორეფერის გადაწყვეტილებით, ისევ "უფას" სასარგებლოდ გადაწყდა და მათ კარში პენალტი არ დაინიშნა.

"რუბინი", რომელიც პრემიერლიგაში მე-9 ადგილს იკავებს, 30 ოქტომბერს ცსკა-ს უმასპინძლებს.

altკვარაცხელია სასტარტოშია - ხვიჩა მშრალი სერიის დასასრულებლად!



მკითხველის კომენტარები / 30 /
ნელ-ნელა და სტაბილურად უმატებს ,რამდენე თამაშიც და ხვიჩას ვერ გააჩერებენ ,თმაც შეუჭრია )) , ერთი მომენტში ძალიან მაგარი დრიბლინგი გააძრო )) და ავტო გოლიც ხვიჩას შოტზეა ,ნაღდი გოლიც არ ჩაეთვალა.ხვიჩას ყველაფერი გამოუვა ,იმიტომ ,რომ მთელი საქართველო გულშემატკივრები ამისთვის ლოცულობენ.ხვიჩა ბევრჯერ უნდა გაიხარო და გაგვახარო.
დევკალიონი
17:17 24-10-2021
1
შედის ფორმაში ხვიჩა. იმედია ტრავმას არ მიიღებს, მსაჯების მიერ უხეშობის იგნორირება არის სრლიად მიუღებელი საქციელი. იმედია სლუცკი კიდევ ერთხელ ამოიღებს ხმას და მოუწოდებს მსაჯებს ამის შესახებ.
ძალიან აქტიური იყო დღეს, იმედია მატჩის საუკეთესოდ დაასახელებენ. შეეძლოთ ამ თამაშის მოგება, ის გოლი უნდა ჩათვლილიყო.
Skeleton
17:13 24-10-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული