"თავად კაჭარავაც ვერ მიხვდებოდა, როგორ ვერ გაიტანა."
ხსენებული ეპიზოდი მატჩის 65-ე წუთზე შეიქმნა, როცა სტუმრები უკვე 2-ბურთიანი უპირატესობით იგებდნენ და ქეცბაიას გუნდს ანგარიშის შემცირება შეეძლო. შეხვედრაში მასპინძლებისთვის კიდევ ერთი დასანანი ეპიზოდი იყო, როცა ხრისტოდოლოპულოსმა ბურთი ხარიხას მოარტყა და ის კარის ხაზზე დაეცა, თუმცა გოლი არ გასულა.
"ანორთოსისი", რომელსაც მხოლოდ 6 ქულა აქვს, სიტუაციის გამოსწორებას 29 ოქტომბერს, "ომონიასთან" ეცდება.
ქეცბაია განრისხდა - გულშემტკივრებსა და ჟურნალისტებს პამპერსებიანი უმადურები უწოდა