„უკვე კარგა ხანია გუნდი მოსაგებადაა განწყობილი. ამ მომენტს ძალიან ველით, რადგან ამან გარკვეული თავდაჯერებულობა უნდა შეგვძინოს.
როგორც ერთი ცნობილი ადამიანი ამბობს: „ყოველი შემდეგი თამაშის წინ ეკლესიაში წასვლაა საჭირო", - აი, ასე ვაფასებ ფრეს. თვითონ ნახეთ, რომ მომენტებს ვქმნით, გოლების გატანას კი ვერ ვახერხებთ.
ჩვენი გუნდის თამაში ძალიან მომწონს. ახალგაზრდები ვართ, ამიტომ ძალიან ღიად და აგრესიულად ვთამაშობთ. ბედი არ გვწყალობს.
არა უშავს, ნებისმიერ შემთხვევაში, გამოცდილებას
ვიღებთ, ხოლო შედეგს ადრე თუ გვიან აუცილებლად მივიღებთ“.
„ლვოვთან“ შეხვედრაში ვაჩიბერაძე 70-ე წუთამდე იყო მოედანზე, მისმა თანაგუნდელმა გიორგი წიტაიშვილმა კი შეუცვლელად ითამაშა.
ოდესური გუნდი 7 ქულით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა და 1-ელ ნოემბერს, მე-13 ტურში, პოლტავაში „ვორსკლას“ დაუპირისპირდება, ხვალ კი, თასის 1/8-ფინალში, „შახტარს“ უმასპინძლებს და იქნებ ქართველების გუნდმა გატეხოს ნავსი და გაიმარჯვოს, თუმცა ეს რომ ადვილი არ იქნება, თავადაც მოგეხსენებათ.