"აქ მეორე მომენტიც არის და ეს კვარაცხელიაა..." - ცნობილი რუსი მსაჯი ხვიჩაზე საუბრობს

AutoSharing Option
tnv.ru-მ ცნობილ რუს მსაჯ სერგეი ხუსეინოვთან ინტერვიუ ჩაწერა. საუბარი ყაზანის "რუბინს" და გუნდის ქართველ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო - ჩვენ სწორედ ამ მომენტს გთავაზობთ.

- "რუბინს" ერთი შეხედვით კარგი შემადგენლობა ჰყავს, რუსეთის ჩემპიონატის სტანდარტებს თუ გავითვალისწინებთ...

"სახელების მიხედვით შეიძლება ასეც ვთქვათ, მაგრამ თამაშის ხარისხი აშკარად დაწეულია. აქ მეორე მომენტიც არის და ეს კვარაცხელიაა.

წინა სეზონში ყველა კუთხიდან ისმოდა, ხვიჩა, ხვიჩა... სულ იყო საუბრები, სად წავა ის, სად? მანჩესტერში? და ადამიანი ძალაუნებურად უმცირებს საკუთარ თავს მოთხოვნებს.

ეს დამახასიათებელია კავკასიური წარმოშობის ფეხბურთელებისთვის.
შედეგად რას იღებ? სათამაშო ფორმის დაკარგვას. "რუბინის" შემადგენლობა სახელების მიხედვით კარგია, მაგრამ თამაშის მიხედვით - არა და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. წინა დღეს შენ "ზენიტთან" შეიძლება ძალიან მაგრად ითამაშო, მაგრამ ხვალ ყოველთვის ახალი ისტორია და თამაშია. საჭიროა ამის დადასტურება ნულიდან, მაგრამ რუსეთის ჩემპიონატის მოთამაშეების მენტალიტეტი, სამწუხაროდ, ასეთი არ არის, როგორიც ევროპის წამყვან ჩემპიონატებში.

სად გინახავთ, რომ რუსეთის ნაკრების მოთამაშეები ვარჯიშის შემდეგ რჩებოდნენ და სხვადასხვა ელემენტის დამუშავებაზე მუშაობდნენ? იმიტომ, რომ ამას არავინ აიძულებს? მაგრამ რატომ აკეთებს კრიშტიანო რონალდო ამას საკუთარი სურვილით? ან იბრაჰიმოვიჩს ვინმე აიძულებს ვარჯიშის შემდეგ დამატებით მუშაობას? არც მიულერს და არც ლევანდოვსკის.

სლუცკი, ისე, როგორც არავინ, გრძნობს ამ განსხვავებას. მან თუმცა ცოტა ხნით, მაგრამ მაინც იმუშავა რუსეთის საზღვრებს გარეთ. იქ არ არის საჭირო, ფეხბურთელებს კუდში სდიო და ეძახო, მაღაზიებში არ იაროთ, "დოშირაკი" და ჩიპსები არ ჭამოთ, ალკოჰოლს არ მიეძალოთ. ყველა ეს ობიექტური მიზეზი არის ის, რის გამოც "რუბინმა" დაკარგა საკუთარი სამაგალითო სახე წინა სეზონის შემდეგ.

ასევე, პანდემიაც მოქმედებს. შეხედეთ, როგორ დაიწყო "როსტოვმა" სეზონი. ამის გამო პატივცემულ ვალერი კარპინს წასვლა მოუწია. ყველაფერი კარგად რომ ყოფილიყო, ნუთუ წავიდოდა? რა თქმა უნდა, არა. საქმე იმაშია, რომ პანდემიის პირობებში შეუძლებელი იყო ხარისხიანი წინასასეზონო შეკრება გაევლოთ. შედეგად რას ვხედავთ? ჩერჩესოვს გამოჰყავს გუნდი ევროპის ჩემპიონატზე და ისინი მოედანზე ძლივს სუნთქავენ, ზუსტად ამ არასრულფასოვანი წინასასეზონო შეკრების გამო", - ამბობს ხუსეინოვი.
მკითხველის კომენტარები / 10 /
და რა თქვა ამ მსაჯმა არასწორი? შარშან ხვიჩა ბაზაზე ცხოვრობდა და ვარჯიშის მერეც რჩებოდა და ინდივიდუალურად შრომობდა, იმიტომაც ჩანდა გამოკვეთილად და იმიტომაც დაადეს რუსებმა ამხელა ფასი, რამაც ხელი შეუწყო მის ეიფორიას და ფორმიდან ამოვარდნას. მიუხედავად ამისა ხვიჩა ნელ-ნელა გამოდის ამ მდგომარეობიდან, ჩაჯდება ფორმაში და გაგვახარებს ქართველებს
Suxumchanin
28 ოქტომბერი 2021 16:27
4
1) ხვიჩას მამიკო, და კიდევ ხვიჩას მენეჯერ-აგენტი, გვარად ჯუღელი, არიან მაგარი დასასჯელები, ხვიჩა რომ რუსეთში გაიყვანეს;2) მსაჯი ჰუსეინოვი, რომელსაც რუსობას მიაწერთ (“ცნობილი რუსი მსაჯი”),არ არის რუსი, არის თათარი! აი ხვიჩაზე , რადგან რუსეთში თამაშობს, რომ დაწერონ “ცნობილი რუსი ფეხბურთელიო” როგორ გაგიხარდებათ? ან ხვიჩას როგორ გაუხარდება?
გიორგი
27 ოქტომბერი 2021 20:49
18
კლავიატურის ვირტუოზო დაფიქრდი რას წერ,აქ ცენზურის გამო არ გამოქვეყნდება თორემ ხომ იცი ვისაც მოვიკითხავდი შენგან
giorgi-s
28 ოქტომბერი 2021 18:59
0
მართლაც რა თქვა აქ ჰუსეინოვმა გამოსაქვეყნებელი?ცოტათი კბილი გაჰკრა და მერე დააყოლა,რუსებიც ასევე არიანო.არა მგონია ხვიჩას ვარჯიშისადმი დამოკიდებულება შეცვლოდა.ჩემი აზრით,მასზე უფრო ცუდად ტრავმებმა და მერე გულშემატკივრების მხრიდან უსამართლო დამოკიდებულებამ იმოქმედა.თვითონაც იმედგაცრუებულ და ტრავმებით დათრგუნულ ბიჭს,ისეთი ქვა და ტალახი ვესროლეთ,სულ დაიბნა.ასეთ რამეს,ნამდვილად არ ელოდა.ახლა, გულშემატკივრების უმრავლესობა უკვე მიხვდა შეცდომას და ხვიჩაც თანდათან გამოდის კრიზისიდან.რუბინს, გოლის გამტანი ცენტრალური თავდამსხმელი სჭირდება.ეს დესპოტოვიჩია და უმისოდ,რუბინს შარშანაც ძალიან უჭირდა გოლების გატანა.გამოჯანმრთელდება დესპოტი და რუბინიც საკუთარ თავს დაემსგავსება.
სოსო
27 ოქტომბერი 2021 19:24
1
ყველა ფეხბურთელმა და მათ შორის ხვიჩამაც უნდა იცოდეს, რომ სამუდამო არაფერია, კარგად თამაშობ ყველა გაქებს, არ თამაშობ კარგად და ყველა თუ არ უმრავლესობა გულშემატკივრისა გლანძღავს. ასე იყო და ასე იქნება. ფეხბურთში ბავშური ფსიქოლოგია არ გადგება.
გიზოგ
28 ოქტომბერი 2021 11:47
1
სქრინებიც კი შევინახე იმ უბოროტესი კომენტარების რასაც მაშინ ხვიჩას უწერდნენ. ზოგი მძიმე ტრავმებს უსურვებდა. მთელი სიძულვილის მანქანა აამუშავეს. არვიცი ვის რაში დასჭირდა ეგ.
ამაზე უარესს თუ რომელიმე რუსი გულშემატკივარი გაუკეთებს კვარას არ მგონია
სოსოს
27 ოქტომბერი 2021 20:46
3
ყველა გამოხმაურება
ხვიჩა იბრუნებს სათამაშო ფორმას!!!
tngh
27 ოქტომბერი 2021 19:15
1
რა სისულელეა, ტრავმის გამო ფორმიდან იყო ბიჭი ამოვარდნილი და პლიუს ფსიქოლოგიური წნეხი დაერთო. 20 წლის ფეხბურთელს რომ 4-5 თამაში ჩაუვარდეს ვინ იყო ამისგან ამხელა სენსაციას ქმნინდა და ამდენ სტატიებს უძღვნიდა. ან ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ კვარაცხელიას ეს რუსები და ან უნდათ რომ ამდენი უაზრო სტატიით უფრო მოშალონ ფსიქოლოგიურად, აინტერესებთ ალბათ სადამდე გაუძლებს.
ხალხმა თუ ტაში დაუკრა და მისი კარგი თამაში დადებითად შეაფასა მაგან გააფუჭა თურმე?! მსგავსი სისულელე ვის მოსდის თავში. ჯერ ერთი,გაფუჭებული რატომ არის 20 წლის ფეხბურთელის კარიერა, რომელიც ახლა იწყებს საფეხბურთო ცხოვრებას ვინმემ ამიხსნას და მერე მეორე ყოველი უგოლო ან ჩაგდებული თამაშის მერე მსგავსი სტატიები უნა დაიწეროს რომ მორჩა დამთავრდა ამის კარიერაო?
ხალხო 20 წლის არის ეგ ბიჭი, შეიგნეთ. შეიძლება მისი კარიერა ან ძალიან მაგრად განვითარდეს ან ისე ვერ განვითარდეს როგორც საჭიროა და მის ნიჭს შეეფერება. მაგრამ ეს ჯერ არ იცის არავინ. ფეხბურთი ისეთი რამეა ჯანმრთელობის რისკი მუდამ არსებობს.
ამიტომ ეს რუსი ჟურნალისტები ამ უაზრო სტატიების წერას თუ შეეშვებიან კარგი იქნება.
დიდ ვარსკვლავებს რომ გადავხედოთ რამდენის არსებობა ვიცოდით 20 წლის ასაკში...
თუმცა კი თქვა სლუცკიმ, რუსული ნეგატივისგან ვიცავთ და ქართულისგან ვერაო :)
Herbst
27 ოქტომბერი 2021 18:49
1
არ არის საჭირო ყველა სტატიის თარგმნა რაც რუსეთში იწერება
ბექა
27 ოქტომბერი 2021 16:48
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული