ქეცბაიას წაგების უფლება აღარ აქვს - "ანორთოსისი" მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ

AutoSharing Option
დღეს, 29 ოქტომბერს, თემურ ქეცბაიას, გიორგი ლორიას, ნიკა ნინუასა და ნიკა კაჭარავას "ანორთოსისი" რთული სატურნირო მდგომარეობიდან გამოსვლას შეეცდება - კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურში მოქმედ ჩემპიონ "ომონიას" ესტუმრება.

მიმდინარე სეზონში ორივე გუნდი მოულოდნელად ცუდად გამოიყურება - "ანორთოსისს" 6 შეხვედრის შემდეგ მხოლოდ 6 ქულა აქვს - დღევანდელ მეტოქეს მასზე მხოლოდ ერთით მეტი.

ორივე გუნდი კონფერენს ლიგაზე ასპარეზობს, რის გამოც მათი თამაში პარასკევს დაინიშნა. რანგით მესამე ევროტურნირზე ქეცბაიას გუნდის უახლოესი მეტოქე ესტონური "ფლორა" იქნება. ფამაგუსტელებს კარგი სატურნირო მდგომარეობა არც იქ აქვთ. ასე რომ,
თემურ ქეცბაიასა და მისი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეებია და წაფორხილების უფლება აღარ აქვთ.

სხვათა შორის, "ომონიას" მდგომარეობაც ანალოგიურია - მათ გამოსვლა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყეს, თუმცა ვერც კონფერენს ლიგაზე ბრწყინავენ.

გიორგი ლორია ძირითად შემადგენლობაში უნდა იყოს. უკანასკნელ პერიოდში ქართველი მთავარი მწვრთნელი ნიკა ნინუას ნაკლებად ენდობა, ნიკა კაჭარავას კი გარკვეული დრო ეძლევა.

ნიქოზიაში გასამართი დაპირისპირება თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

alt"ქეცბაიას ნათქვამმა ცეცხლზე ნავთი დაასხა" - კვიპროსული მედია

altქეცბაია განრისხდა - გულშემტკივრებსა და ჟურნალისტებს პამპერსებიანი უმადურები უწოდა

altაბურჯანია "ბრაგას" წინააღმდეგ და ქეცბაია მდგომარეობის გამოსასწორებლად - ქართველების ორშაბათი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული