კაჭარავამ "ანორთოსისს" ჩემპიონთან ნანატრი გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის ჩემპიონატზე "ანორთოსისმა"გასვლაზე "ომონიას"1:0 სძლია.

"ანორთოსისისა" არ იყოს, ჩემპიონი "ომონიაც" წარუმატებლად ასპარეზობს მიმდინარე სეზონში და ამ მატჩს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

"ანორთოსისის" მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ სასტარტოში გიორგი ლორია და ნიკა კაჭარავა დააყენა, ნიკა ნინუა კი კვლავ სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

ანგარიში 37-ე წუთზე მილოშ დელეტიჩის პასით კაჭარავამ გახსნა, რომელმაც "ანორთოსისში" გოლი 665 დღის შემდეგ პირველად გაიტანა - მაშინ აეკ-ი დაამწუხრა.

მეორე ტაიმიც საკმაოდ დაძაბული გამოვიდა, 52-ე წუთზე ფამაგუსტელთა მცველმა სპიროს რისვანისმა თავურით დალაშქრა მეტოქის კარი, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ
თამაშგარე დააფიქსირა. ქეცბაიამ კაჭარავა 64-ე წუთზე შეცვალა. დარჩენილ დროში ქეცბაიას შეგირდები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა კონტრშეტევაზე ნიქოზიელებს მომენტები ჰქონდათ, მაგრამ ლორიამ გოლის გატანა არ დაანება.

ქართველების გუნდმა ჩემპიონატზე ორი მარცხის შემდეგ გაიმარჯვა, 9 ქულით მე-6 ადგილზეა და 7 ნოემბერს "პაფოსს" უმასპინძლებს, იქამდე კი, 4 ნოემბერს, კონფერენს ლიგაზე ტალინში "ფლორას" დაუპირისპირდება.

"ანორთოსისმა" ძალები მოიკრიბა, ფენიქსივით აღსდგა და წლის უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო", -  წერს მატჩის მიმოხილვაში კვიპროსული goal.philenews-ი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
გილოცავ თემო!კარგია რომ გუნდი დაუდგა გვერდში და მოიგეს! შოთის ძალიან გაუგრძელდა დასვენება და ეხლა ქეცბას გაშვებაც არ იქნებოდა ჩვენთვის სახარბიელო.ერთი იმ ნინუას ამბავი რო გავერკვიოთ არ შეიძლება როგორი იმედი მქონდა მაგ ბიჭის, ეხლა ამ წამს ნეიმ ისეთი პასი მისცა დიმარიას სპექტაკლი!!!
Miro
00:48 30-10-2021
0
როგორც იქნა ვეღირსეთ და ვნახეთ,ქართველმა ფეხბურთელმა,შორეული კუთხე დაკეტა შეტევაში და გოლითაც დაჯილდოვდა.ნიკას წარმატებებს და მრავალ გოლს ვუსურვებ,ყოველ თამაშში.
სოსო
14:58 30-10-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული