"რუბინმა" ცსკა ბოლო წამებზე დაამარცხა - კვარაცხელია სიმულაციისთვის გააფრთხილეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერ ლიგის მე-13 ტურში ყაზანის "რუბინმა" მოსკოვის ცსკას უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი მიხაილ კოსტიუკოვმა 90+2 წუთზე გაიტანა.

მასპინძელთა რიგებში ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, თუმცა მეტოქის კარის აღება ვერ მოახერხა. 37-ე წუთზე შეხვედრის მთავარმა არბიტრმა "კვარა" სიმულაციისთვის გააფრთხილა.

ამრიგად, 13 ტურის შემდეგ ყაზანური გუნდი 19 ქულით მე-7 ადგილზეა, ცსკა კი 23 ქულით მე-2 ადგილს იკავებს.

"რუბინი" მომდევნო შეხვედრას 7 ნოემბერს, "როსტოვის" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 28 /
გოგიტა გოგუა კარიერის დასაწყისში კვარაცხელიაზე მაგარი იყო. თუ სად და როგორ ითამაშა ყველას კარგად მოგეხსენებათ.
ისიდორე
31 ოქტომბერი 2021 12:17
6
ბოდიშით მაგრამ, არავითარი. ხვიჩამდე მანდ იყო ჯანო და ხვიჩა რაც არი ჯანოს ქონდა იგივე ან უფრო მეტი პოტენციალი. მეტი თუ არა, როგორც მინიმუმ არანაკლები. ასევე ო თ ა რ მ ა რ ც ვ ა ლ ა ძ ე , ანომალიური პარადოქსია რომ ხალხს ახსოვს გოგუა და არ ახსოვთ მარცვალაძე. მარცვალაძე ბრწყინავდა რუსეთში და იყო სრულიად ქართველებში თაობის ლიდერი. ერთადაც უთამაშიათ ვოლგაში და კითხეთ გოგუას იგივეს გეტყვით. ყველაზე დიდი ქართველები ვისაც უთამაშიათ რუსეთში არიან - ასათიანი, ჯანო ანანიძე და ოთარ მარცვალაძე ესენი იყვნენ ხვიჩამდე.
Mexsiereba.
29 ნოემბერი 2021 09:54
0
რაც გადმოვიდა რუბინში ზედიზედ სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა მთელს რუსეთის ჩემპიონატში.
მეტი რაღა უნდა ქნას ამ რუსეთში, რა უნდა დაამტკიცოს, მარტო ვერ გახდის გუნდს ჩემპიონს, თავიც რო მოიკლას ყოველ თამაშზე. ჩემი აზრით რუსეთში უკვე ყველაფერი დამტკიცებული აქვს .
წინ მთელი კარიერაა!!
ორონ რუსეთში არა!
Skeleton
30 ოქტომბერი 2021 22:19
6
თამაშს ვინც უყურა და ვინც ამბობთ დასახვეწია კიდე ძალიანო არ ვეთანხმები იმიტომ რომ რუსეთში მეტს ვერ დაიხვეწები და გხვეწავს გუნდი ტაქტიკა შენს გარშემო მყოფი კარგი პასის მომცემი და კომბინაციის გამთამაშებელი,პასს ვერ აძლევენ გადამწყვეტ მომენტში და ძალიან ძნელია მეტი მოთხოვო მაგ გუნდში და რუსეთში,უბრალოდ მოშორდეს საშუალო ევროპის გუნდშიც კი უფრო მაგრად ითამაშებს
Smouk
30 ოქტომბერი 2021 21:54
6
ამ ხალხს რასაც დაუდებენ წარწერად იმის სჯერათ. ვიდეოს არც უყურეს ისე დაასკვნა ბევრმა, რომ სიმულაცია იყო, სათაურის მიხედვით :)
Winter
30 ოქტომბერი 2021 19:51
2
გეთანხმებით, ძალიან დიდ წნეხში აქცევენ, არმინდა შეთქმულების თეორიების დაჯერება, რომ რუსეთში ან გამიზნულად დამართებენ რაიმეს, ან მსაჯები სპეციალურად დააიგნორებენ მის მიმართ უხეშობას , აი მგონია, რომ ფანტაქსტიკის სფეროა ეგეთი თეორიების დაჯერება ფეხბურთში. უბრალოდ ხანდახან ისე ხდება რომ მართლა იფიქრებ ამას...
პრესა ცალკე ცდილობს მუდმივად წნეხში ამყოფოს, მსაჯები მის მიმართ უხეშობაზე არ რეაგირებენ , დღეს იქეთ მისცა ყვითელი სიმულაციისთვის, ძალიან ცუდად მენიშნა ეგ, აწი უფრო მოუხშირებენ წესების დარღვევას და იქეთ დააბრალებენ.
17 წლის ბავშვი იყო, რუსეთში რომ წაიყვანეს, მაგ დროს დამოუკიდებლად ხელსაც ვერ მოაწერდა ვერაფერს. მე არვიცი რატომ იფიქრეს ასე პატარა ასაკში წაეყვანათ ცივ რუსეთში თან ჩვენს მტერ ქვეყანაში, როცა პორტუგალიაში წასვლის დიდი შანსი იყო, ალბათ ვინც ეს გადაწყვიტა იმან უკეთ იცის და ჩემზე მეტად უნდა მისი წარმატება. უბრალოდ იმდენად ვგულშემატკივრობ კვარას, რომ როგორც ქომაგს მეთქმევინება მსგავსი რამეები.
ლაშას
31 ოქტომბერი 2021 01:32
3
აქ ვინც კომენტარს წერს 99% ს წარმოდგენა არ აქვს ფეხბურთის შიდა სამზარეულოზე.
შარშანაც დავწერე და არ გამომიქვეყნეს რომ რუსეთის ფეხბირთი არის ერთი დიდი მაფია რომელიც ემორჩილება კრემლს და პოლიტიკას. ხვიჩას არ გაახარებენ მეთქი ვთქვი. შეგნებულ დისკრიმინაციას მიმართავენ მალე მეთქი და ეგრეა ზუსტად. მიზეზებს თქვენ თვითონ მიხვდით...
Lasha
30 ოქტომბერი 2021 23:32
2
პენალტზე ვერ ჰქაჩავდა,მაგრამ კონტაქტი ჰქონდა და სისწრაფეზე,წასაქცევად საკმარისია.შესაძლოა ცოტა თვითონაც დაამატა,მაგრამ ეს გასაფრთხილებელი და სრული სიმულაცია,ნამდვილად არ ყოფილა.მთლიანობაში მსაჯმა ნორმალურად იმსაჯა და ძალიან დაძაბულ მატჩში,სიტუაციები არ დაძაბულა.პირველი ტაიმის შემდეგ,რუბინის მარცხენა მცველს,სამოშნიკოვს ჰკითხეს,რატომ იყვნენ ის და ხვიჩა,შედარებით პასიურები შეტევაში,რაზეც მან უპასუხა,რომ მეტოქეებმა აქტიურობის საშუალება არ მისცეს.მართლაც ფლანგი ძალიან მჭიდროდ ჰქონდათ ჩაკეტილი და ერთი კაცი,მუდმივად ჰკეწტავდა გვერდითი ხაზის გასწვრივ მიმართუებას,რომ ხვიჩას პასი ვერ მიეღო.4 კაცი რომბის ფიგურის მსგავსად დგებოდა და ერთმანეთს აზღვევდა.ასევე იყო მარცხენა ფლანგზეც და შეტევა ძალიან ჭირდა,თუმცა როცა ჩაწოდება ხერხდებოდა,საკმაოდ სახიფათო სიტუაციები იქმნებოდა კარის წინ.ეგ არის,რომ იქ დამრტყმელი კაცი არავინ იყო და სულ რამდენჯერმე დაარტყეს კარისაკენ.ცსკა უფრო მეტად უტევდა,მაგრამ ვერ გაიტანეს და როცა რუბინმა ზუსტი ჩაწოდება განახორციელა,კოსტიუკოვმა თავურით გაიტანა.ზუსტად ასეთივე მომენტი,რუბინის კარში კი,დიუპინმა ძალიან ლამაზი ნახტომით აიღო.
სოსო
30 ოქტომბერი 2021 19:46
2
ჯიგარიხარ
სოსოს
30 ოქტომბერი 2021 20:53
0
მცველის მარცხენა ხელს დააკვირდით
გრიგოლი
30 ოქტომბერი 2021 19:19
0
ეს თუ პენალტი არაა აბა რა არის წესების დარღვევა? მცველმა განძრახ დატოვა მარცხენა ფეხი, რომ ხვიჩა წამოსდებოდა... ფეხებს შორის როცა ბურთი გაგდის - პირველი ბუნებრივი რეაქცია არის - ფეხების შეტყუპება, რაც არ გააკეთა ამან !
ილია
30 ოქტომბერი 2021 18:53
7
რა ხდება ვერ მოისყიდეს მცველები გოლი რომ გაეტანა?
oto
30 ოქტომბერი 2021 18:52
16
სიმულაცია არ ყოფილა. ჯერ ის არ კმაროდა მსაჯები რომ აიგნორებენ მის მიმართ უხეშ თამაშს და ახლა სიმულიანტის სახელი თუ შეარქვეს, მერე უფრო მეტად არ მოახდენენ რეაგირებას, როცა ფეხებს მოამტვრევენ. წინა თამაშში 100% იანი გოლი არ ჩაუთვალეს, უხეშად თამაშზე არ რეაგირებდნენ, ახლა სიმულაციისთვის ყვითელი...
კარგით რა
Herbst
30 ოქტომბერი 2021 18:41
3
დიდი პოტენციური შესაძლებლობები გაქვს ხვიჩა და თვითონაც იცი რომ სამუშაო და დასახვეწი ძალიან ბევრი გაქვს. თამაშის წაკითხვა, მინდვრის ხედვა, კარში დარტყმა , ბევრი ძალიან ბევრი გაქვს სამუშაო და არ დაიზარო და ათმაგად დაგიბრუნდება ეგ შრომა. დიდი მომავალი გაქვს და არ დაკარგო.
არტ
30 ოქტომბერი 2021 18:19
1
თავით თამაშიც დაამატე მეგობარო.მისი სიმაღლის და გაბარიტების პატრონი,ჩაწოდებებზე გაცილებით უფრო აქტიურად უნდა იბრძოდეს მაღალ ბურთებზე.მხოლოდ ერთხელ მახსოვს,როცა მარჯვენა ფრთიდან კუთხურის ჩამოწოდებულზე გოლი გაიტანა, ისიც წინა ძელთან იდგა და თავით კი არა,მაკრატელათი შეაგდო
სოსო
31 ოქტომბერი 2021 15:42
0

სიახლეები პოპულარული