"რუბინმა" ცსკა ბოლო წამებზე დაამარცხა - კვარაცხელია სიმულაციისთვის გააფრთხილეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერ ლიგის მე-13 ტურში ყაზანის "რუბინმა" მოსკოვის ცსკას უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი მიხაილ კოსტიუკოვმა 90+2 წუთზე გაიტანა.

მასპინძელთა რიგებში ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, თუმცა მეტოქის კარის აღება ვერ მოახერხა. 37-ე წუთზე შეხვედრის მთავარმა არბიტრმა "კვარა" სიმულაციისთვის გააფრთხილა.

ამრიგად, 13 ტურის შემდეგ ყაზანური გუნდი 19 ქულით მე-7 ადგილზეა, ცსკა კი 23 ქულით მე-2 ადგილს იკავებს.

"რუბინი" მომდევნო შეხვედრას 7 ნოემბერს, "როსტოვის" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 28 /
სიმულაცია რატომ იყო, ფეხებს შორის გაუტარა ბურთი და იმან ჩაარტყა :დ
.
30 ოქტომბერი 2021 17:22
4
მეგობრებო, თუ არ დაგეზარებათ დაწერეთ რომელ საიტზე შეიძლება ხოლმე რუბინის თამაშების ნახვა.
მადლობა წინასწარ
გულშემატკივარი
30 ოქტომბერი 2021 17:12
0
ეგ სიმულაციებიც იკითხება უკვე მაგრად და დაანებე თავი, უკვე სასაცილოა, ვაჟკაცური ფეხბურთი ითამაშე რაც შეგიძლია
kaxa
30 ოქტომბერი 2021 17:10
12
ეეხ ხვიჩა ვეღარ თამაშობ რაღაც გჭირს კაი ხანია არ შეიძლება ეგრე
ელგუჯა
30 ოქტომბერი 2021 17:05
10
ძველი ხვიჩასგან ჯერ ცოტა შორსაა, თუმცა იმედია ნელ-ნელა ძველზე უკეთეს ფორაში შევა
სოსო
30 ოქტომბერი 2021 17:04
2
არც ცუდად უთამაშია და არც კარგად რა თა უნდა გაცილებით მეტს ველით მისგან და დარწმუნებული ვარ მოიმატებს ნელნელა,ის ახლა ნამდვილად არ არის 100 პროცენტით მზად და ეს იმ ტრამვის ბრალია რაზეც ზოგი უაზრო ადამიანი არ იჯერებდა ... ყვითელი ბარათს რაც შეეხება არ ეკუთვნოდა , საჯარიმოში წაიქცა ხვიჩა, რამდენადაც არ იყო პენალი იმდენად არ იყო არც სიმულაცია... წარმატებები
ილია ხანდახან მართალი
30 ოქტომბერი 2021 17:02
0
ხვიჩა,თავში რა აგივარდეს,ჯერ არაფერი ხარ,მაგრამ უნდა დადგე.
სტატუს ქუო
30 ოქტომბერი 2021 16:37
10
წარმატებები ხვიჩას!!!
tngh
30 ოქტომბერი 2021 16:07
0
რომელ საიტზე შეიძლება ყურება?
beqa
30 ოქტომბერი 2021 15:21
1
http://livetv.sx/allupcomingsports/1/
jigari
30 ოქტომბერი 2021 18:01
0
კიდევ რუბინშია ეს?
vova
30 ოქტომბერი 2021 15:13
20

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული