მიქაუტაძემ კვლავ ვერ გაიტანა - "სერენი" აუტსაიდერთან განადგურდა

AutoSharing Option
"სერენში" დაბრუნების შემდეგ გიორგი მიქაუტაძე მოედანს უგოლოდ არ ტოვებდა, მაგრამ უკანასკნელ ხანს გატანას ვერ ახერხებს.

ბელგიის ჟუპილერ ლიგის მე-13 ტურში "სერენი" გასვლაზე 0:3 დამარცხდა უიმედო აუტსაიდერ "ბეერსხოტთან", რომელსაც აქამდე გამარჯვება მოპოვებული არ ჰქონდა. მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა და ისევ ვერ გაიტანა.

გიორგიმ ჩემპიონატის 8 მატჩში 5, ხოლო თასზე 2 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.

"სერენმა" ჟუპილერ ლიგაზე ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა, 12 ქულით მე-16 ადგილზეა და თუ ასე გააგრძელა, ქვედა დივიზიონში მოუწევს დაბრუნება.

7 ნოემბერს "სერენი" "გენტს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
გიოს ვეთანხმები. თუ ჟორჟმა ბომბარდირთა დავაში, მეორე, მინიმუმ მესამე ადგილი დაიკავა, პირველზე აღარ ვამბობ, გარანტირებული აქვს ნორმალური გუნდი, ნუ მეორე დონის ჩემპიონატებში, საპრიზო ადგილებისთვის მებრძოლ გუნდში დაიმკვიდრებს ადგილს და მერეც მასზეა დამოკიდებული
ლევან მაღლაკელიძე
03:13 31-10-2021
0
სამწუხაროდ დღეს სერენი დაბალი კლასის გუნდია და ეს გამოჩნდა ჯერ ის მატჩი სადაც 2-0 იგებდნენ და 10 კაციან გუნდთან 4-2 წააგეს მერე შარლერუასთან წააგეს უშანსოთ 3-0 და ახლა ბოლოადგილოსან გუნდთან რომელსაც ამდენი ტურის შემდეგ სულ 2 ქულა ქონდა დაგროვებული წააგეს 3-0 ასეთი გუნდისგან რას უნდა ელოდო? ეს გუნდი არის ფაქტიურად დაკომპლექტებული მეცის დუბლებიდან მოსული ფეხბურთელებით ბირთვი ეს არის მე პირადად მიქაუტაძის და მაზიზი გარდა ვერავის ვერ გამოვარჩევ ეს ორი ფეხბურთელია რომელიც ქმნის ამინდს ამ კლუბში და აქვთ პერსპექტივა პროგრესის და განვითარებდის. დანარჩენები დაბალი კლასის ფეხბურთელები არიან და აუცილებელია გაძლიერება და რამდენიმე კარგი ფეხბურთელის დამატება.
გიო
02:47 31-10-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული