ჩაკვეტაძის ტრავმა - გიორგი ჩემპიონატში ცოტას თამაშობს

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის მე-13 ტურში გიორგი ჩაკვეტაძის "გენტი" მეორეადგილოსან "როიალ უნიონს" უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გუნდის სამატჩო განაცხადში არ ფიგურირებს.

როგორც dhnet-ი წერს, ჩაკვეტაძეს მცირე ტრავმა აწუხებს და შეხვედრას ამ მიზეზით გამოტოვებს.

ბოლო დროს, გიორგი ჟუპილერ ლიგაში სტაბილურად ვერ თამაშობს - ჯერ დისკვალიფიკაცია მოიხადა, "გენკთან" (3:0) მოგებულ დაპირისპირებაში კი მხოლოდ 5 წუთი მიეცა, თუმცა კონფერენს ლიგასა და ბელგიის თასზე (სადაც გოლიც გაიტანა) საკმაოდ დაიტვირთა.

რაც შეეხება "გენტს" - 17 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება, გამარჯვების შემთხვევაში კი 2 საფეხურით დაწინაურება შეუძლია. შეხვედრა
31 ოქტომბერს (თბილისის დროით 00:00 საათზე) გაიმართება.

alt"ეფექტური "ჩაკი" "გენტის" მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება" - ბელგიური მედია ჩაკვეტაძეს აქებს

altჩაკვეტაძემ გაიტანა - "გენტი" მერვედფინალში გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
მე რასაც ვაკვირდები გენტის მწვრთნელი გიორგის ჯერ ბოლომდე არ ენდობა აშკარა რომ ის არ არის მზად ითამაშოს ყველა თამაში მე ვფიქრობ ეს სწორი მიდგომა ახლა მისთვისაც უკეთესია ქონდეს დასვენების დრო და თასზე კონფერენც ლიგაზე და შიგადა შიგ ჩემპიონატზეც ითამაშოს რათა ნელ ნელა აღიდგინოს ფორმა და მე 2 წრიდან უკვე როცა ვიმედოვებ ფორმას აღიდგენს შემდეგ დაიწყოს სრული დატვირთვით თამაში.
გიორგი
13:10 31-10-2021
0
როდის მიხვდებიან ტრავმის გამომწვევი მიზეზი რომ მოაშორონ და შემდეგ გაჯანსაღებაც სწრაფად მოხდება. ვიდრე მიზეზი იარსებებს ტრავმას ყოველთვის გამოიწვევს. დავიღალე ამ თემაზე წერით... დროზე მიხედეთ გიორგის, გთხოვთ! ძალიან გვჭირდება მისი კარგ ფორმაში ყოფნა!!!!
Guja Kakhadze
11:59 31-10-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული