4-ის ნაცვლად 1-მა ქართველმა ითამაშა - ოქრიაშვილი ისევ არ ჩანს

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურში "დოქსამ" "აპოელს" უმასპინძლა - 2:2. შესაძლებელი იყო, შეხვედრაში 4 ქართველი ფეხბურთელი გვეხილა, თუმცა ტრავმის გამო მასპნძლებს ავთო ებრალიძე აკლდათ, ხოლო სტუმართა რიგებში თორნიკე ოქრიაშვილმა და მურთაზ დაუშვილმა ვერ ითამაშეს.

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი ქვილითაია მოედანზე 90 წუთი გაატარა.

პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლები უკვე 2:1 იგებდნენ. მეორე ნახევარში "აპოელმა" ანგარიში გაათანაბრა, თუმცა VAR-მა გოლი გააუქმა. სტუმართა ძალისხმევამ შედეგი 85-ე წუთზე მაინც გამოიღო - "დოქსას" ბენინელმა ფორვარდმა ტიჯანი ანანემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სხვათა
შორის, "დოქსას" შემტევი, მიმდინარე სეზონში, "ანორთოსისის" წინააღმდეგ 23-ე წუთზე გააძევეს. ასე რომ, ანანეს ქართველებთან დაპირისპირებაში არ უმართლებს.

"აპოელს" 8 ტურის შემდეგ 10 ქულა აქვს და მე-6 ადგილს იკავებს. ნიქოზიელები 6 ნოემბერს ლიმასოლის "აელს" უმასპინძლებენ. ამავე ტურში, ბოლოსწინა პოზიციაზე მყოფი, "დოქსა" გიორგი პაპუნაშვილისა და რევაზ ინჯგიას "აპოლონს" ესტუმრება.

altშესაძლოა, გოლმა ქვილითაიას დაძაბულობა მოუხსნას - 24Sports

altქვილითაიამ ლორიას გაუტანა - ქეცბაიას "ანორთოსისმა" გაიმარჯვა უყუროო

altკვიპროსული მედია ოქრიაშვილის უმაღლეს კლასსა და საფეხბურთო ინტელექტს აღნიშნავს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული