AS: მამარდაშვილის მოულოდნელი "აფეთქება" - ნებისმიერ მომენტში შეიძლება ვითარება ქართველის სასარგებლოდ შეიცვალოს

AutoSharing Option
AS-მა „ვალენსიას“ მეკარეთა საკითხზე წერილი გამოაქვეყნა:

"სილესენმა 5 მატჩში 10 გოლი გაუშვა და მამარდაშვილის სასტარტოში დაბრუნების საფრთხე დაემუქრა, მაგრამ „ვილიარეალთან“ (2:0) კარგად ჩატარებულმა მატჩმა გადაარჩინა.

ვერ ვიტყვით, რომ „ვალენსიაში“ ნიდერლანდელის მოსვლა ადვილი გამოდგა - ტრავმებმა, ავადმყოფობამ და დისკომფორტმა ხელი შეუშალა. ამ სეზონში გიორგი მამარდაშვილის ეფექტურმა სტარტმა მეექვსე ტურამდე სათადარიგოთა სკამზე მიუჩინა ადგილი. მას შემდეგ იასპერი შეუცვლელად თამაშობს და „ვილიარეალთან“ შეხვედრაში თავისი პოზიცია განიმტკიცა.

წინა 5 შეხვედრაში მას ისეთი შეცდომა არ დაუშვია, რომლის გამო ძირითად შემადგენლობაში ადგილს დაკარგავდა, მაგრამ გუნდის გადარჩენაც
ვერ შეძლო. მხოლოდ „ბილბაოსთან“ იხსნა ინიაკის დარტყმის შემდეგ გუნდი, დანარჩენ შემთხვევებში ეს არ მომხდარა.

შაბათს კი მისმა ჯადოსნურმა ხელმა 41-ე წუთზე ორიეს ახლო მანძილიდან გოლის გატანის საშუალება არ მისცა, ხოლო 2 წუთში გილამონმა სეზონში თავისი პირველი გოლით „მესტალიაზე“ „ვალენსია“ დააწინაურა. თუმცა, რომ არა სილესენი, მატჩი შეიძლებოდა სრულიად სხვა სცენარით განვითარებულიყო.

კონკურენცია

ბორდალასისთვის სილესენი „თავისი“ მეკარე იყო და წინასასეზონო პერიოდში ამას არც მალავდა, მაგრამ ეს ვითარება მამარდაშვილის მოულოდნელმა "აფეთქებამ" შეცვალა. მას შემდეგ სპეციალისტს სასტარტოს გოლკიპერის 100%-იანი არჩევანი არ აქვს და ეს იმის გათვალისწინებით, რომ ორივეს ძალიან მაღალი კლასის მეკარედ მიიჩნევს. იასპერი თამაშს აგრძელებს, მაგრამ ნებისმიერ მომენტში შეიძლება ვითარება ქართველის სასარგებლოდ შეიცვალოს.

დღეისათვის ორივემ 6-6 მატჩი ჩაატარა. სილესენმა 9 გოლი გაუშვა (10 გოლი აქვს გაშვებული - რედ.) და ორჯერ შეინახა კარი მშრალად. მამარდაშვილმა 7 გოლი გაუშვა და მანაც ორჯერ შეინახა კარი მშრალად. ისიც აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდელის დაბრუნება გუნდის კრიზისს დაემთხვა, მაგრამ „ვილიამარინზე“ 4 გოლის გაშვებამ მის მიმართ პირველი ეჭვები აღძრა.

თუმცა ეს ეჭვები, როგორც ჩანს, უნაი ემერის გუნდთან კარგი თამაშით გააქარწყლა და თანმიმდევრობა იმაში მდგომარეობს, რომ „ატლეტიკოსთან“ მატჩში „ვალენსიას“ მეკარის პოზიციაზე არავითარ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ. მამარდაშვილმა იცის რა, რომ ბორდალასი ენდობა, კვლავაც რაღაც მომენტში ცვლილების მშვიდად მოლოდინში ყოფნა მოუწევს".

მკითხველის კომენტარები / 1 /
დადებითი ისაა რო-ამ დროში ავარჯიშებენ და რასაც საქართველოში ვერ ისწავლიდა იმას ასწავლიან.დანარჩენი-მონაცემები მამარდას რო აქვს ისეთი უნდა-სიმაღლე,რეაქცია..ცოტა ტვინს გაუხსნიან და ტოპ კლასი გახდება
Levani
14:24 02-11-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული