Elgoldigital-ი იტყობინება, რომ არაა გამორიცხული, პსჟ-ის 28 წლის ესპანელი მეკარე სერხიო რიკო ნაახალწლევს "ვალენსიაში" გადავიდეს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ "ვალენსიაში" მეკარეების პოზიციაზე კრიზისია და კლუბის ხელმძღვანელობამ მწვრთნელ ხოსე ბორდალასს სერხიო რიკოს დამატების სურვილი აცნობა. სერხიო პარიზულ გუნდში 2019 წლიდანაა, მაგრამ კეილორ ნავასისა და ჯანლუიჯი დონარუმას ჩრდილში იმყოფება და ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსი არ აქვს. ამიტომ "სევილიას" ყოფილი გოლკიპერი იანვარში ლა ლიგაში დაბრუნების წინააღმდეგი არაა, მაგრამ ამისათვის "ღამურების" სამი მეკარიდან ერთ-ერთმა გუნდი უნდა დატოვოს.
"ამჟამად "ვალენსიაში" კარის სამი დარაჯია: იასპერ სილესენი, გიორგი მამარდაშვილი და
გამოცემის მტკიცებით, ბორდალასმა უკვე გადაწყვიტა სილესენის გაშვება და სერხიო რიკოს ელის.
ნიდერლანდელს "აიაქსი" უკან ეპატიჟებოდა, სხვა კლუბები კი მისი სამსახურით დაინტერესებულები არ არიან, რადგან მაღალი ხელფასი აქვს და დამაჯერებელი ვერაა.
როგორც კი სილესენის საკითხს გადაჭრის, "ვალენსიას" ხელმძღვანელობას შეეძლება რიკოს ტრანსფერი გაჩარხოს და კონტრაქტის შემდგომი გამოსყიდვის უფლებით იჯარით აიყვანოს.