"რამდენჯერმე ვნახე და, ჩემი აზრით..." - ვახო სანაია საბა ლობჟანიძის მიერ გატანილ გოლს ეხმაურება

AutoSharing Option
ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში თურქეთის სუპერლიგის მე-11 ტურში საბა ლობჟანიძის მიერ გატანილ გოლს ეხმაურება.

როგორც იცით, მაროკოელი თავდამსხმელის, აიოუბ ელ კააბის დარტყმული ისედაც გადიოდა კარში, მაგრამ საბამ ბოლო მომენტში ბურთს ფეხი წაარტყა, ამის გამო კი მატჩის შემდეგ საბამ ბოდიში მოიხადა. მისმა "ჰათაისპორმა" "ბეშიქთაშს" 1:0 სძლია.

სანაია აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

"ბოდიში მოიხადა. ხდება ხოლმე. რამდენჯერმე ვნახე და, ჩემი აზრით, პირადი სტატისტიკის გაუმჯობესებისთვის არ გაუკეთებია. გადააზღვია ბურთი. ზურგით იდგა - ან მცველის შესაძლო ვარდნაზე ფიქრობდა ან ინსტინქტურად მიარტყა. მოკლედ,
რაღაც ეგეთი იყო და არანაირად სხვა რამ.", - წერს სანაია.

მკითხველის კომენტარები / 28 /
ეს ვინ ჩემი გელააა???
გიო
14:52 02-11-2021
17
ვახო სანაია რა შუაშუა აქ საერთოდ? საერთაშორისო მსაჯია თუ ექსპერტი? რაში მაინტერესებს მისი აზრი
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული