ქეცბაია: გუნდის გაძლიერებამდე უშანსოდ ვარ

AutoSharing Option
კონფერენს ლიგაზე „ფლორასთან“ ხელიდან გაშვებული გამარჯვების შემდეგ (2:2) კომენტარი „ანორთოსისის“ მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გააკეთა:

„კარგად ვერ ვითამაშეთ, რადგან როდესაც მეტოქეს გოლის გატანის შესაძლებლობას ასე მარტივად აძლევ, ეს ადვილი არ არის. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, ვინაიდან ორ მატჩში მოწინააღმდეგეს ინდივიდუალური შეცდომების შედეგად ანგარიშის გათანაბრების საშუალება მივეცით და შეიძლებოდა წაგვეგო კიდეც. ფეხბურთელები, რომლებიც ამდენი ხანია თამაშობენ, არ შეიძლება ასეთ შეცდომებს უშვებდნენ. გუნდის დაცვითი სისტემა არ მუშაობს.

ჩვენ ახლა არაფრის გაკეთება
არ შეგვიძლია, ბევრი რამ შევცვალეთ, მაგრამ ინდივიდუალური შეცდომები გრძელდება. სანამ გუნდის გაძლიერების შანსი არ მექნება, ვერაფერს გავაკეთებ. იმაზე მეტად იმედგაცრუებული ვარ, ვიდრე სახლში პირველი შეხვედრისას. მარცხი არა ტაქტიკის, არამედ ინდივიდუალური შეცდომების ბრალია“, - ციტირებს ქეცბაიას 24sports-ი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ტიპმა გუნდი მოხოდა-ორივე თამაშს 2-0 იგებდნენ.მერე იმაიმუნეს და გააიქსეს.
აქედანაც იმასუშვებიან და იქიდანაც.
Levani
23:59 04-11-2021
1
Es kaci sul vixacas rogor abralebs kvekafers.
20

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული