ბერიძის გოლი, საუკეთესო ქართველი ბომბარდირის ჰეთ-თრიკი [VIDEO]

AutoSharing Option
შაბათს, 6 ნოემბერს, საზღვარგარეთ ქართველი შემტევების გოლები ვიხილეთ - გიორგი ბერიძემ უნგრეთში გაიტანა, დავით ვოლკოვმა კი აზერბაიჯანში სულაც ჰეთ-თრიკი შეასრულა.

უნგრეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში აუტსაიდერი "უიპეშტი" ლიდერ "პუშკაშ აკადემიასთან" 1:2 დამარცხდა. სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლი შეხვედრის 98-ე წუთზე გავიდა - გიორგი ბერიძემ თერთმეტმეტრიანით გაიტანა. 24 წლის შემტევი, რომელმაც ცოტა ხნის წინ, თასზე დუბლი შეასრულა, ჩემპიონატში უკვე 2 გოლის ავტორია. გიორგიმ კონფერენს ლიგაზე "ვადუცის" კარიც აიღო.

20 ნოემბერს "უიპეშტი" "დებრეცენს" უმასპინძლებს.


აზერბაიჯანის ჩემპიონატის მესამეადგილოსანმა "ზირამ" აუტსაიდერ "საბაჰთან" დავით
ვოლკოვის წყალობით არ წააგო - 3:3.  26 წლის ქართველმა ფორვარდმა მასპინძლებს სამი გოლი გაუტანა - მე-5 წუთზე ანგარიში გაათანაბრა, 1:3-ის შემდეგ კი ჩამორჩენის აღმოფხვრა შეძლო. "საბაჰის" რიგებში მიხეილ ერგემლიძემ ითამაშა.

აზერბაიჯანის ჩემპიონატის მორიგი ტური 20 ნოემბერს გაიმართება. ვოლკოვი, რომელიც 8 გოლით საუკეთესო ბომბარდირია, ამჯერად "სებაილის" კარის აღებას შეეცდება.

altწიტაიშვილმა "ჩერნომორეცში" პირველად გაიტანა - ოდესელებმა დრამატულ მატჩში იმარჯვეს [VIDEO]

altქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა


მკითხველის კომენტარები / 3 /
ბაიერნი ჩელსი და ბარსა, რომელზე ოცნებობს ეს კაცი და ოცნებას როდის აისრულებს? მხედველობაში მაქვს ბმვ როდის იყიდის, თუ ყავს უკვე?
კ ო მ ბ ლ ე
18:31 07-11-2021
0
ვოლკოვი მოიწვიეთ ნაკრებში, თორემ 2 წელში აზერებს შეეძლებათ უკვე შეთავაზონ მათ ნაკრებში თამაში
შაკო
14:30 07-11-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული