"რუბინის" სასტიკი მარცხი - ხვიჩას თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-14 ტურში "რუბინი" სტუმრად 1:5 დამარცხდა "როსტოვთან".

ყაზანური გუნდის გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, შედეგიანი მოქმედებით ვერ გამოირჩა, თუმცა ცდა არ დაუკლია. კვარაცხელიამ ერთხელ ბურთი ხარიხას გადააცილა, ერთხელ მეკარე პესიაკოვმა არ დაანება გატანა, მისი გადაცემები ინ ბომმა, ბაკაევმა და ონუჰამ ვერ გამოიყენეს, 56-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი იმის გამო მიიღო, რომ თანაგუნდელი ურემოვიჩის გაფრთხილების შემდეგ მსაჯს ირონიულად ტაში დაუკრა.

მოკლედ, ქართველი "რუბინიდან" ერთადერთი იყო, რომელიც თამაშს ამწვავებდა, მაგრამ თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს.

"რუბინი" 19 ქულით მერვე ადგილზეა და
21 ნოემბერს სტუმრად "სოჭის" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 19 /
სლუცკის ალბათ გაუშვებენ ამდენი წაგების მერე, მაგრამ ვინ მოვა და კვარას როგორ მოექცევა ჩვენ მარტო ეგ გვაინტერესებს. კვარა არ იყოს მანდ და რუსული გუნდისკენ როგორ გავიხედავდით რომელიმე.
Winter
07 ნოემბერი 2021 20:17
1
რუსებიც აღიარებენ უკვე, მარტო ხვიჩამ რა ქნასო, კიდე კაი რომ ამას მიხვდნენ. ცოდოა ეს ბიჭი, ჭ კლასის გუნდელები ჰყავს, ვინ გაიმეტა წელსაც რუბინში თამაშისთვის, უდიდესი შეცდომა დაუშვეს მისი დატოვებით. უკან წავიდა გუნდი მთლიანად, წინა სეზონში ხვიჩას ხარჯზე ევროტურნირზე მოხვდნენ და ახლა რა ხდება? თუ ვინმესთან შეთამაშებული იყო და კლასით ასე თუ ისე მაღლა იდგა, ის ფეხბურთელები ყველა გაუყიდეს. დარჩა მარტო დაბალი კლასის ფეხბურთელებთან ერთად.
ზამთარში თუ არ წავიდა, სრულად დაკარგავს მოტივაციას
პ.ს ირონიული ტაშის დაკვრა და ეგეთები არ გინდა რა კვარა. უფრო მეტად გადაგემტერებიან მსაჯები.:(
Skeleton
07 ნოემბერი 2021 20:14
2
რა იყო ვერ მიდის ეს ცხვირაბზეკილი მილანში,სხვის დაცინვას შეეშვას და ფეხბურთი ითამაშოს თუ შეუძლია იმ სოფლის გუნდში
arsi
07 ნოემბერი 2021 21:53
48
შენ ხომ გისკდება თავი! ყველაფერი იცი.
Shoda
08 ნოემბერი 2021 09:12
1
ინსტაგრამზე კომენტარებს ვკითხულობ და ყველას აგინებენ, მარტო ხვიჩას აქებენ და რახდება, კარგად ითამაშა? :დდ
დიდი ანგარიშით წაუგიათ როგორც ვხედავ, თამაშს ვერ ვუყურე.
დიდი შეცდომა იყო ამ ზაფულს დარჩენა მანდ . ეჰ
Herbst
07 ნოემბერი 2021 19:52
1
ძაან ამწვავებდა პასებიც დაარიგა რამოდენიმე ერთიერთზე დატოვა და ხელებმა ვერ გაიტანეს
გიორგი
07 ნოემბერი 2021 21:23
0
დადეთ ეგ გიჟური მომენტი, ამოჭერით გვაინტერესეებს
ბეითსი
07 ნოემბერი 2021 21:36
5
რა ირონიული ტაში, მსაჯების გადამტერება არ გვაწყობს, ისედაც სულ გამტვრევენ და რეაქცია არ აქვთ :(
.
07 ნოემბერი 2021 20:20
1
კვარა და ბაკაევი თამაშობდნენ, დაცვა საშინელება იყო, კორეელმაც ჩააგდო თამაში. დესპატოვიჩის გარეშე უჭირს რუბინს. ის დრაერია თუ ვიღაცა ტყუილა გადმოიყვანეს, ერთი დარტყმა აქვს მაგარი მეტი არაფერი იცის, ის პოლონელიც დიდი ვერაფერი. კვარა ამწვავებდა. ფაქტია რომ რუბინი არის საშუალო დონის გუნდი რომელმაც თუ არ მოუამტა 8-12 ადგილის კანდიდატი იქნება რა
zaza
07 ნოემბერი 2021 20:15
1
ვისაც ფეხბურთი გესმით, ყველამ დაინახეთ, რომ ძალიან კარგ ფორმაშია ხვიჩა.
ნაკრებში კარგად ითამაშებს.
ქ. გ.
08 ნოემბერი 2021 09:37
1
ჩამოვიდეს საქართველოში ითამაშოს თბილისის დინამოს შემადგენლობაში შეყაროს ბურთები და აღმოჩნდება რომელიმე ტოპ ლიგაში. ფეხბურთელს რომელსაც სამი ოთხი მომენტიდან ერთიც ვერ გააქვს ის გუნდის ლიდერად როგორ უნდა ჩაითვალოს
ისიდორე
08 ნოემბერი 2021 08:17
7
Am bijma meti ra unda gaaketos yvela momenti es biji knis marto dres 3 100% assisti gaupujes...
gio emigranti
07 ნოემბერი 2021 21:09
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული