"რუბინის" სასტიკი მარცხი - ხვიჩას თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-14 ტურში "რუბინი" სტუმრად 1:5 დამარცხდა "როსტოვთან".

ყაზანური გუნდის გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, შედეგიანი მოქმედებით ვერ გამოირჩა, თუმცა ცდა არ დაუკლია. კვარაცხელიამ ერთხელ ბურთი ხარიხას გადააცილა, ერთხელ მეკარე პესიაკოვმა არ დაანება გატანა, მისი გადაცემები ინ ბომმა, ბაკაევმა და ონუჰამ ვერ გამოიყენეს, 56-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი იმის გამო მიიღო, რომ თანაგუნდელი ურემოვიჩის გაფრთხილების შემდეგ მსაჯს ირონიულად ტაში დაუკრა.

მოკლედ, ქართველი "რუბინიდან" ერთადერთი იყო, რომელიც თამაშს ამწვავებდა, მაგრამ თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს.

"რუბინი" 19 ქულით მერვე ადგილზეა და
21 ნოემბერს სტუმრად "სოჭის" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 19 /
გაღიზიანებულია ძალიან, ყველა შეხებაზე ისეთი რეაქცია აქვს, განსაკუთრებით მსაჯების მიმართ გამოხატავს პროტესტს. ძალიან რთულია მის ადგილას თავის დაყენება. რეალურად მაგ ასაკის ფეხბურთელებზე ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს, იქ სადაც პროფესიონალურ ფეხბურთს თამაშობენ. სხვანაირად ვერ ხდებიან ვარსკვლავები. ვინიციუსი რომ აიღო იმდენი ადამიანი მუშაობს მის პროფესიონალად ჩამოყალიბებაზე, ფსიქოლოგები, ექიმები, მწვრთნელები და რავიცი...
საჭირო რომ არ იყოს არ დაუნიშნავდნენ ხო ამდენს? ესე იგი ჭირდება თავიდანვე ახალგაზრდა ფეხბურთელს ეს ყველაფერი.
ჩვენებს არაფერი აქვთ მსგავსი და მერე ვითხოვთ მათგან მაღალ დონეზე თამაშს. თუ ვინმემ რამეს მიაღწია მხოლოდ მისი ცარიელი ნიჭით, ინდივიდუალიზმით,მაგრამ სამწუხაროდ დიდხანს არ გაგრძელდა ეგ ბედნიერება.
ხვიჩას უდიდეს წარმატებას ვუსურვებ. მის მსგავსად არცერთი ქართველი ფეხბურთელისთვის არ მიგულშემატკივრია და მინდა დაამსხვრიოს ეგ სტერეოტიპები ქართველ ფეხბურთელებზე და გახდეს ერთ-ერატი წარმატებული.
იმედია ასე იქნება
Sommer
08 ნოემბერი 2021 13:12
0
ახლა იძახიან საერთოდ უნდა გაეგდო მაგ სარკასტული ჟესტისთვის და დისკვალიფიკაცია უნდა მიეცაო.
პრესაში დაიწერა უკვე.
ძალიან არ მომწონს ეგ ამბავი.
კიდე ხომ არაა საშიშროება რომ გადაიხედოს და დასაჯონ რანდენიმე მატჩის გამოტოვებით?
.
08 ნოემბერი 2021 13:57
1
მე თუ მკითხავთ ძალიან კარგად ითამაშა--რამოდენიმე მაგარი დრიბლინგი გააკეთა პლიუს ძალიან აქტიური იყო და მინიმუმ 4 ისეთი პასი გააკეთა რომ ნორმალური თავდამსხმელები მინიმუმ 2 გოლს გაიტანდნენ ! ბაკაევმა რომ გაიტანა ის გოლიც ხვიჩას აქტიურობიდან გავიდა ორ კაცს რომ გასცდა კიდევ 3 კაცი გადავიდა მაგასთან და იმიტომ დარჩა ბაკაევი ფაქტიურად მარტო ! მოკლედ ნაკრების თამაშებს კარგ ფორმაში ხვდება და ესაა მთავარი !
zura222
08 ნოემბერი 2021 12:55
0
ვისაც ფეხბურთი გესმით, ყველამ დაინახეთ, რომ ძალიან კარგ ფორმაშია ხვიჩა.
ნაკრებში კარგად ითამაშებს.
ქ. გ.
08 ნოემბერი 2021 09:37
1
ემოციები გააკონტროლოს თორე კარგს ვერაფერს ნახავს იმ რუსეთში. ისედაც ხან სიმულაციას აბრალებენ და ხან მის მიმართ უხეშ თამაშს აიგნორებენ. მსაჯებთან კონფლიქტი შეიძლება ცუდად დასრულდეს. მომდევნო თამაშს ტოვებს, მხოლოდ იმიტომ რომ ნერვები ვერ მოთოკა. ერთხელაც მისი დალეწვის უფლებასაც მისცემენ სხვებს და რეაქცია არ ექნებათ. მესმის, რომ ძალიან ახალგაზრდაა ძნელია სიმშვიდის შენარჩუნება, როცა უსამართლობას ხედავ, მაგრამ მეტი პროფესიონალიზმის გამოვლენა მართებთ ქართველ ფეხბურთელებს. მეტი ცივი გონება და ნაკლები კამათი/ჭიჭყინი.
Michael
08 ნოემბერი 2021 09:24
1
ჩამოვიდეს საქართველოში ითამაშოს თბილისის დინამოს შემადგენლობაში შეყაროს ბურთები და აღმოჩნდება რომელიმე ტოპ ლიგაში. ფეხბურთელს რომელსაც სამი ოთხი მომენტიდან ერთიც ვერ გააქვს ის გუნდის ლიდერად როგორ უნდა ჩაითვალოს
ისიდორე
08 ნოემბერი 2021 08:17
7
რა იყო ვერ მიდის ეს ცხვირაბზეკილი მილანში,სხვის დაცინვას შეეშვას და ფეხბურთი ითამაშოს თუ შეუძლია იმ სოფლის გუნდში
arsi
07 ნოემბერი 2021 21:53
48
შენ ხომ გისკდება თავი! ყველაფერი იცი.
Shoda
08 ნოემბერი 2021 09:12
1
დადეთ ეგ გიჟური მომენტი, ამოჭერით გვაინტერესეებს
ბეითსი
07 ნოემბერი 2021 21:36
5
ეგ თამაში სლუცკიმ წააგო! გუნდმა არ იცის პერსინგიდან ამოსვლა! პატარა ინბომი დააყენა საყდრდენად, რომელიც მეორე ტაიმში შეჭამეს მცლელებმა!მან, ზოტოვმა და აბილგორმა ბევრი შეცდომა დაუშვა დაცვაში რასაც მოყვა გოლები!ხვიჩა დღეს კარგი იყო მაგრამ რუბინი თუ არ შევცვლის თამაშის სტილს წინ ბევრი წაგება ელოდება! არადა კარგი ფეხბურტელები საკმაოდ ყავთ თანამედროვე ფეხბურთის სათამაშოდ
რობი
07 ნოემბერი 2021 21:13
2
Am bijma meti ra unda gaaketos yvela momenti es biji knis marto dres 3 100% assisti gaupujes...
gio emigranti
07 ნოემბერი 2021 21:09
0
სამწუხაროდ შარშანდელივით ხვიჩაც ვერ ბრწყინავს. ასეთი თამაშით არა მგონია ვინმემ შეიძინოს, თანაც დიდ თანხად.
ჯუჯი
07 ნოემბერი 2021 20:30
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული