სლუცკი: კვარაცხელიას გიჟური მომენტი რომ გამოეყენებინა...

AutoSharing Option
"როსტოვთან" 1:5 განადგურების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს "რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ უპასუხა.

- ძალიან ძნელია წაგების შთაბეჭდილების ფორმულირება. შეგრძნება მქონდა, რომ თამაშს ვაკონტროლებდით. პირველ ტაიმში გოლი გავიტანეთ, კვარაცხელიას გიჟური მომენტი გვქონდა, რომლის რეალიზება იყო საჭირო. იმის ნაცვლად, რომ შესვენებაზე 2:0-ზე გავსულიყავით, 1:1-ზე გავედით. მეორე ტაიმში საკმაოდ უხეში ინდივიდუალური შეცდომების შედეგად ორი სწრაფი გოლი გავუშვით, რამაც არსებითად თამაშში დაბრუნების შანსი არ დაგვიტოვა. ჩემთვის ძალიან უცნაური შეხვედრა იყო. ისევე როგორც ნებისმიერ მწვრთნელს, უფრო დიდი ანგარიშით წაგებებიც განმიცდია, თუმცა ეს მაინც ყველაზე უცნაური იყო,
რადგან ჩემი აზრით, ასეთი ანგარიშისთვის დომინირება "როსტოვს" არ ჰქონია. ისღა დამრჩენია, მეტოქეს გამარჯვება მივულოცო.

- თქვენ ეთანხმებით იმას, რომ მატჩის მნიშვნელოვან პერიოდში მომენტების რეალიზაცია მაინც გადამწყვეტია? ხვიჩას რომ გაეტანა, შესაძლოა, თამაში სხვანაირად წარმართულიყო.
- რა თქმა უნდა. ამისგან შედგება ფეხბურთი.

- თქვენ ადრე ამბობდით, რომ გუნდში კრიზისი არაა, თუმცა შედეგები სხვა რამეზე მეტყველებს. ახლაც თვლით, რომ "რუბინს" პრობლემები არ აქვს?
- გააჩნია, რას ვუწოდებთ კრიზისს და ამას როგორ ვაფასებთ.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ვუყურრ თამაშს და ხვიჩას კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია.ის მომენტიც თვითონ შექმნა და კარშიც დაარტყა და ეგრე ყველა დარტყმული გოლი რომ გადიოდეს ფეხბურთი კალათბურთის ანგარიშებით დამთავრდებოდა.იმას რატომ არ ამბობს ხვიჩას გაკეთებული 3-4 საგოლე პასი სხვამ რომ ვერ გამოიყენა.
ნიკო გოგოტიშვილი
09 ნოემბერი 2021 11:14
1
მაგისთანა ტაშის გულისთვის სულაქველიძე მინდვრიდან მიაბრძანეს.
მირიანი
08 ნოემბერი 2021 15:46
2
რუსული პრესა წერს უნდა გაეგდოთო და მაინტერესებს ხო არ არსებობს საშიშროება კიდე გადაიხედოს ეგ თემა და რაიმე დისკვალიფიკაცია მისცენ.
ძალიან ცუდია ასეთი ჟესტები
Herbst
08 ნოემბერი 2021 16:42
0
რუსული ისწავლა და ძაან გაბლატავდა.თავმდაბალი იმიტომ იყო, რომ ენა არ იცოდა.დაიწყო ხელების შლა,კამათი მსაჯებთან და მოთამაშეებთან.მოკლედ თავის თავში უნდა ეძებოს დამნაშავე და ფეხბურთი ითამაშოს,რომელიც ძალიან კარგად გამოსდოდა და ყველას უყვარდა.
კახა ქ.
08 ნოემბერი 2021 14:57
4
ეხლა რაა,გძულს?
ბაჩი
08 ნოემბერი 2021 21:47
0
მოაშორეთ რუსეთს!
როი
08 ნოემბერი 2021 08:29
1
არასწორად მოიქცა ხვიჩა მსაჯის მიმართ. ძალიან არ მომეწონა ის სარკასტული აპლოდისმენტები. ნერვებს უნდა გაუფრთხილდეს, არავინ აპატიებს ასეთ ჟესტებს. ისედაც სულ ცდილობენ რამე დაუშავონ და მსაჯები აიგნორებენ. ახლა მსაჯების მიმართ მსგავსი პროტესტი თუ დაიწყო არაფერში არგებს ეგ.
Thomas
07 ნოემბერი 2021 23:23
2
უკვე გაცვდა ეგ ტექსტი მაგრამ კიდე ვიტყვი, მოაშორონ რუსეთს ეგ ბიჭი, მოაშორონ ამ ქვეყანას. ვერაფერით დავიჯერებ, რომ ან იტალიაში ან ესპანეთში ან გერმანიაში, რომელიმე საშუალო დონის გუნდში მისი ადგილი არ გამოიძებნება და არავის მოუნდება. ისეთ ქვეყანაში, სადაც ფეხბურთს სხვანაირად უდგებიან, პრესაც ადეკვატურია, გულშემატკივარიც და პროფესიონალირ ფეხბურთს თამაშობენ.
სანამ დალეწეს ან მოტივაცია გაუნადგურეს მოაშორეთ რუსეთს. ჯერ პატარაა ასაკით და ერთი ორი წელი თუ ითამაშებს საშუალო დონის გუნდში არაფერი უჭირს, თუ კარგად წაუვა თამაში მერე დიდ გუნდშიც მოხვდება.
მაგრამ ახლა, ამ ეტაპზე, რუსეთს ყველაფერი ჯობია.
საუკეთესო წლებს რუბინში რატომ უნდა ატარებდეს.
მოინდომეს მისით გამდიდრება :(
Skeleton
07 ნოემბერი 2021 22:31
3
გაღიზიანებულია ძალიან, ყველა შეხებაზე ისეთი რეაქცია აქვს, განსაკუთრებით მსაჯების მიმართ გამოხატავს პროტესტს. ძალიან რთულია მის ადგილას თავის დაყენება. რეალურად მაგ ასაკის ფეხბურთელებზე ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს, იქ სადაც პროფესიონალურ ფეხბურთს თამაშობენ. სხვანაირად ვერ ხდებიან ვარსკვლავები. ვინიციუსი რომ აიღო იმდენი ადამიანი მუშაობს მის პროფესიონალად ჩამოყალიბებაზე, ფსიქოლოგები, ექიმები, მწვრთნელები და რავიცი...
საჭირო რომ არ იყოს არ დაუნიშნავდნენ ხო ამდენს? ესე იგი ჭირდება თავიდანვე ახალგაზრდა ფეხბურთელს ეს ყველაფერი.
ჩვენებს არაფერი აქვთ მსგავსი და მერე ვითხოვთ მათგან მაღალ დონეზე თამაშს. თუ ვინმემ რამეს მიაღწია მხოლოდ მისი ცარიელი ნიჭით, ინდივიდუალიზმით,მაგრამ სამწუხაროდ დიდხანს არ გაგრძელდა ეგ ბედნიერება.
ხვიჩას უდიდეს წარმატებას ვუსურვებ. მის მსგავსად არცერთი ქართველი ფეხბურთელისთვის არ მიგულშემატკივრია და მინდა დაამსხვრიოს ეგ სტერეოტიპები ქართველ ფეხბურთელებზე და გახდეს ერთ-ერატი წარმატებული.
იმედია ასე იქნება
Sommer
08 ნოემბერი 2021 12:48
0
გეთანხმებით 100% . მაგრამ მას თავიდანვე, 17 წლის ასაკში ჰქონდა შანსი პორტუგალიაში წასულიყო. თუმცა აგენტმა ოჯახი დაარწმუნა, რომ მოსკოვში (ლოკომოტივში)ჯობდა.
ჩემი აზრით თავიდანვე იქნა ძალიან დიდი შეცდომა დაშვებული.
17 წლის ბავშვი თავისით ვერ იღებს გადაწყვეტილებებს და ლოკომოტივის მერე მოხდა ის რაც მოხდა, ამხელა კონტრაქტი რუბინთან. მართლაც ძალიან რთულ სიტუაციაშია ჩავარდნილი ხვიჩა. ისევ მისი ნიჭის და მონდომების იმედს ვიტოვებ თუმცა რა უნდა ქნას ამ ჭ კლასის გუნდში, გუშინ თამაშს ვინც უყურა დამეთანხმება, როგორი თანაგუნდელები ჰყავს და კლასთაც ბევრად დაბლა არიან. რას იზამს მარტო ამ გუნდში, ან დაამტვრევენ და ან თავისი თამაშის ხარისხს დაკარგავს. ნუ უკვე კარგავს ვხედავთ.
Skeleton
08 ნოემბერი 2021 11:08
0
ყველა გამოხმაურება
ხვიჩაზე იმიტომ წერენ ასე, რომ მისგან უფრო დიდი მოლოდინია ვიდრე სხვა ფეხბურთელებისგან, ასე რომ ამაში ცუდი არაფერია. მთავარია, რომ ხვიჩა უმატებს და მომავალ თამაშებში აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას, იმედია ეს ეროვნულით დაიწყება!
Irakli
07 ნოემბერი 2021 22:17
0
მეჩვენება, რომ ინ ბომი კი არ ართულებს, არამედ ამარტივებს თამაშს, პასს აძლეს უახლეს გუნდელს. ხვიჩას წესიერ პასს ვერ აძლევს - სხვა უნდა მოიძებნოს საყრდენად! გაიგე ლეონიდ მამათქვენოვიჩ?
ვაჟა მასწავლებელი
07 ნოემბერი 2021 21:51
2
ხო ხვიჩას დააბრალეთ ყველაფერი. კაცმა სამი საგოლე გადაცემა გაუკეთა მაგ ცხენებს და ვერცერთი ვერ გამოიყენეს. დაცვაში სრული კატასტროფა ქონდათ და კიდევ ხვიჩაზე ლაპარაკობენ.
WTF
07 ნოემბერი 2021 21:11
2
100% ით.
რა ქნას ერთმა კაცმა, რუსებიც მაგას წერდნენ, ყველაფერს ხვიჩა ხომ ვერ გააკეთებსო.
11 კაცი თამაშობს ფეხბურთს და ერთს დააბრალო ყველაფერი როგორი უსამართლობაა.
ჩვენც ნაკრებშიც იგივე მიდგომაა და რუბინშიც. უდიდეს წნეხში ამყოფებენ ამ ბიჭს. სხვაზე არც გამიგია კრიტიკა.
ყველაზე მეტს სთხოვენ ხვიჩას.
ვუყურე მომენტებს და ძალიან კარგად უთამაშია. რამდენი ლამაზი მომენტი შექმნა და ვერ გამოიყენეს.
Skeleton
07 ნოემბერი 2021 21:32
0
კვარას დააბრალე ხო, დანარჩენებმა რამდენი საგოლე პასი გაუფუჭეს ისიც ახსენე. როგორ შეიძლება კვარაცხელიას დააბრალო წაგება. რომელი გყავთ გუნდში ეგეთი გამორჩეული.
Winter
07 ნოემბერი 2021 21:05
2
გამორჩეულებს გამორჩეულად მოეთხოვებათ და ისიც თხოვს, აპა რაში გამოიხატება გამორჩეულობა?
ჟორა
07 ნოემბერი 2021 22:50
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული