სლუცკი: კვარაცხელიას გიჟური მომენტი რომ გამოეყენებინა...

AutoSharing Option
"როსტოვთან" 1:5 განადგურების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს "რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ უპასუხა.

- ძალიან ძნელია წაგების შთაბეჭდილების ფორმულირება. შეგრძნება მქონდა, რომ თამაშს ვაკონტროლებდით. პირველ ტაიმში გოლი გავიტანეთ, კვარაცხელიას გიჟური მომენტი გვქონდა, რომლის რეალიზება იყო საჭირო. იმის ნაცვლად, რომ შესვენებაზე 2:0-ზე გავსულიყავით, 1:1-ზე გავედით. მეორე ტაიმში საკმაოდ უხეში ინდივიდუალური შეცდომების შედეგად ორი სწრაფი გოლი გავუშვით, რამაც არსებითად თამაშში დაბრუნების შანსი არ დაგვიტოვა. ჩემთვის ძალიან უცნაური შეხვედრა იყო. ისევე როგორც ნებისმიერ მწვრთნელს, უფრო დიდი ანგარიშით წაგებებიც განმიცდია, თუმცა ეს მაინც ყველაზე უცნაური იყო,
რადგან ჩემი აზრით, ასეთი ანგარიშისთვის დომინირება "როსტოვს" არ ჰქონია. ისღა დამრჩენია, მეტოქეს გამარჯვება მივულოცო.

- თქვენ ეთანხმებით იმას, რომ მატჩის მნიშვნელოვან პერიოდში მომენტების რეალიზაცია მაინც გადამწყვეტია? ხვიჩას რომ გაეტანა, შესაძლოა, თამაში სხვანაირად წარმართულიყო.
- რა თქმა უნდა. ამისგან შედგება ფეხბურთი.

- თქვენ ადრე ამბობდით, რომ გუნდში კრიზისი არაა, თუმცა შედეგები სხვა რამეზე მეტყველებს. ახლაც თვლით, რომ "რუბინს" პრობლემები არ აქვს?
- გააჩნია, რას ვუწოდებთ კრიზისს და ამას როგორ ვაფასებთ.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ვუყურრ თამაშს და ხვიჩას კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია.ის მომენტიც თვითონ შექმნა და კარშიც დაარტყა და ეგრე ყველა დარტყმული გოლი რომ გადიოდეს ფეხბურთი კალათბურთის ანგარიშებით დამთავრდებოდა.იმას რატომ არ ამბობს ხვიჩას გაკეთებული 3-4 საგოლე პასი სხვამ რომ ვერ გამოიყენა.
ნიკო გოგოტიშვილი
11:14 09-11-2021
1
მაგისთანა ტაშის გულისთვის სულაქველიძე მინდვრიდან მიაბრძანეს.
მირიანი
15:46 08-11-2021
2

სიახლეები პოპულარული