შეუმჩნეველი ჩაკვეტაძე და სასტარტოში არდაყენებული მიქაუტაძე

AutoSharing Option
ბელგიის ჟუპილერ ლიგის მე-14 ტურში "სერენი" და "გენტი" უგოლოდ გაიყარნენ.

Nieuwsblad-ი მატჩის მიმოხილვაში აღნიშნავს, რომ "გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში დისკვალიფიცირებული სვენ კუმსის ნაცვლად დააყენეს, მაგრამ მოედანზე შეუმჩნეველი იყო და 58-ე წუთზე რომან ბეზუსმა შეცვალა.

"სერენის" თავდამსხმელ გიორგი მოქაუტაძეს კი მოულოდნელად მწვრთნელმა ჟორდი კონდომმა თამაში სასტარტოდან არ დააწყებინა, რადგან როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეტყობა, სრულად სათამაშოდ მზად არ იყო. ის 76-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და ყვითელი ბარათი მიიღო.

"გენტი" 18 ქულით მეათე ადგილზეა, ხოლო "სერენი" 13 ქულით მეთექვსმეტეზე.

მკითხველის კომენტარები / 1 /
სერენის მწვრთნელის გვარია ეგ თუ ასე ეძახიან?:)
valderrama
18:04 10-11-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული