ხვიჩას ახალი მსურველი კლუბი და "რუბინის" აწეული ფასი

AutoSharing Option
ესპანური fichajes-ი ირწმუნება, რომ „რუბინის“ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით „ვილიარეალი“ დაინტერესდა, ყაზანური კლუბი კი ახლა მას 25 მილიონ ევროდ აფასებს - ადრე 18-20 მილიონად აფასებდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ 20 წლის კვარაცხელიამ შვედეთთან დუბლი შეასრულა, ძალიან ლამაზად თამაშობს, ნიჭიერია და თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, შეუძლია ვარსკვლავი გახდეს:

„კვარაცხელიამ უკვე თქვა, რომ „რეალის“ გულშემატკივარია და უეჭველია, ოდესმე ესპანეთში ითამაშებს, სადაც მისი შეძენის ერთ-ერთი კანდიდატი „ვილიარეალია“. მას იაფად ვერ ჩაიგდებენ ხელში, ტრანსფერი დაახლოებით 25 მილიონი დაუჯდებათ, ვინაიდან „რუბინმა“ იცის ფეხბურთელის პოტენციალი, რომელიც მათ
ხელშია“.

Sempremilans-ი „გაძეტა დელო სპორტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ხვიჩასადმი ინტერესი „მილანმა“ განაახლა, მასზე უკვე ლაპარაკობენ, როგორც მომავლის მარგალიტზე, ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, პიოლის გუნდის იდეალურად გაძლიერება ძალუძს, ევროპის მრავალი კლუბი აკვირდება, ხოლო ყაზანურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 20 /
აქაც კიდე იქნებ კი წაიკითხო ხვიჩა...
აუცილებლად დამატებით ვარჯიშები, ერთი და იგივე ნოქმედება დღეში ასჯერ ათასჯერ და მეტჯერაც... მოკკე პადის სიზუსტე ინსტინქტში უნდა გქონდეს, ზუსტი დარტყმა ავტომატურად მიდიოდეს... სტეფ კარი როა კალათბურთელი, მარტო ნიჭით კიარ ყრის იმ ვიწრო კალათში თამაშში 8-9 და 10 სამქულიანი, თან ფინალებში და უმნიშვნელოვანეს თამაშებში... ვატონატიზებული აქვს თითოეული წერტილიდან ძალა და სიზუსტე, ასევე უნდა იყო შენც. დღეში 1000-ჯერ მაინც ისვრის ბურთს ვარჯიშის დამატებით. მესიმაც თქვა, ჯარიმების ასეთი შესრულება მხოლოდ სულელივით, არაადეკვატური მოცულობის მუშაობაში და ვარჯიშშია... ესენი შენ ნიჭში იხდიან მილიონებს, როგორც კი ნიჭს ორი არაზუსტი პასი ან დაკარგვა მოგყვება, აგაკრავებ იმედგაცრუების იარლიყს, მისი მოშორება ძალიან გაგიჭირდება და დაგსვამენ სკამზე... რეფლექსების დონეზე - პასები, დარტყმა და თუნდაც ფინტები და ყველაფერი იქნება ხუთიანზე
რა მაფიაა?
15 ნოემბერი 2021 21:41
2
სხვისთვის მოწოდებები დამრიგებლური ტონით კარგია, მაგრამ ჩვენ თვითონ რომ ვვარჯიშობდეთ და ვიღებდეთ შედეგს ჩვენ-ჩვენ საქმეში ისე, როგორც სხვისგან მოვითხოვთ, ამ ქვეყნი ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა.
იაკუძა
16 ნოემბერი 2021 00:47
2
25 მილიონი ღირს და თუ გინდათ იყიდეთ თუ არადა თავი დაანებეთ!!!!
ლევანი
15 ნოემბერი 2021 21:40
10
ნამდვილად მოუხდება ვილიარეალს კვარა უნაი ემერი მას კარგად გამოიყენებს... ქართველი როა ევროპელების აზრით არასაფეხბურთო ქვეყნიდან მაგიტო აქვს დაბალი ფასი თორემ ესპანელს ან პორტუგალიელს ბრაზილიელზე რო არაფერი ვთქვათ 3ჯერ ამაზე მეტს დაადებდნენ და გადამხდელიც ბევრი იქნებოდა.. არასწორი მიდგომა აქვთ ევროპელებს ჩვენს მიმართ და მოკლე მეხსიერება.....გაიხსენონ კალაძე ქინქლაძე არველაძე და სხვები
რომა
15 ნოემბერი 2021 20:04
6
ჟორიკ ძველ ფეხბურთელებს თუ არ ჩავთვლით, უახლოესი 20-30 წლის მანძილზე მასეთი მცველი არ ჰყავდა. Მითუმეტეს იძახი მილანს რა დაცვა ჰყავდაო, ზუსტადაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი, მალდინი-ნესტა-კოსტაურტა... რომელი ერთი ჩამოგითვალო (შეიძლება ჩემზე უკეთაც იცი) და მსოფლიოს საუკეთესო მცველებში სასტავში იყო ხოლმე, თუ არ ჩავთვლით როცა ფორმაში არ იყო. ფორმაში როცა იყო, ვინმეს რამეში ჩამორჩებოდა? სერია ა-ს რომ თავი დავანებოთ, ლიგაზე თუ გახსოვს მისი თამაშები, ეგრე აღარ ილაპარაკებდი. ან არ იცი და გადმოცემით გაქვს მოსმენილი, ან რავიცი...
ლევანი
19 ნოემბერი 2021 01:39
1
კარგით ხალხო ნუ გახადეთ კალაძე ჯალმა სანტოსი ერთი უბრალო დამცველი იყო არ დაგავიწყდეთ მილანს რა დაცვა ჰყავდა
ჟორიკა
18 ნოემბერი 2021 16:21
1
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული