ხვიჩას ახალი მსურველი კლუბი და "რუბინის" აწეული ფასი

AutoSharing Option
ესპანური fichajes-ი ირწმუნება, რომ „რუბინის“ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით „ვილიარეალი“ დაინტერესდა, ყაზანური კლუბი კი ახლა მას 25 მილიონ ევროდ აფასებს - ადრე 18-20 მილიონად აფასებდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ 20 წლის კვარაცხელიამ შვედეთთან დუბლი შეასრულა, ძალიან ლამაზად თამაშობს, ნიჭიერია და თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, შეუძლია ვარსკვლავი გახდეს:

„კვარაცხელიამ უკვე თქვა, რომ „რეალის“ გულშემატკივარია და უეჭველია, ოდესმე ესპანეთში ითამაშებს, სადაც მისი შეძენის ერთ-ერთი კანდიდატი „ვილიარეალია“. მას იაფად ვერ ჩაიგდებენ ხელში, ტრანსფერი დაახლოებით 25 მილიონი დაუჯდებათ, ვინაიდან „რუბინმა“ იცის ფეხბურთელის პოტენციალი, რომელიც მათ
ხელშია“.

Sempremilans-ი „გაძეტა დელო სპორტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ხვიჩასადმი ინტერესი „მილანმა“ განაახლა, მასზე უკვე ლაპარაკობენ, როგორც მომავლის მარგალიტზე, ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, პიოლის გუნდის იდეალურად გაძლიერება ძალუძს, ევროპის მრავალი კლუბი აკვირდება, ხოლო ყაზანურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ხვიჩა რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებს რად უნდა ამას საუბარი.
უმაგრესია.
უბრალოდ რუსები ყველაფერს გაკეთებენ რომ მისი კარიერა არ შედგეს.
ეგენი ხომ ბოროტები არიან. ფული კიდიატ. მაგათთვის მტავარია ქართველმა წარმატებას არ მიაღწიოს.
24
ნამდვილად მოუხდება ვილიარეალს კვარა უნაი ემერი მას კარგად გამოიყენებს... ქართველი როა ევროპელების აზრით არასაფეხბურთო ქვეყნიდან მაგიტო აქვს დაბალი ფასი თორემ ესპანელს ან პორტუგალიელს ბრაზილიელზე რო არაფერი ვთქვათ 3ჯერ ამაზე მეტს დაადებდნენ და გადამხდელიც ბევრი იქნებოდა.. არასწორი მიდგომა აქვთ ევროპელებს ჩვენს მიმართ და მოკლე მეხსიერება.....გაიხსენონ კალაძე ქინქლაძე არველაძე და სხვები
რომა
20:04 15-11-2021
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული