ხვიჩა, ჰოლანი და ვარსკვლავები - 10 ძვირად ღირებული ფეხბურთელი, რომლებიც მუნდიალს გამოტოვებენ

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა. რუსული eurosport-ი Transfermarkt-ის მიხედვით 10 ძვირად ღირებულ და გამორჩეულ ფეხბურთელს გვთავაზობს, რომლებიც მუნდიალს გამოტოვებენ.

მირალემ პიანიჩი (ბოსნია, "ბეშიქთაში") - 18 მილიონი ევრო

ბოსნიის ნაკრებმა 7 ქულით D ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა. ბოსნიამ გათამაშებაში მხოლოდ 1 გამარჯვება მოიპოვა, გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა პიანიჩმა კი თავი 2 გოლით (ფინეთთან და ყაზახეთთან) გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ ორივე შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო, "რუბინი") - 18 მილიონი ევრო (ძველი ვერსიით; გავრცელდა, რომ "თათრებმა"
ქართველს ფასი აუწიეს)


"კვარა" რუსეთის პრემიერლიგაში ისე ვეღარ ბრწყინავს, როგორც ამას გასულ სეზონში აკეთებდა, თუმცა ეროვნულ ნაკრებში სპექტაკლს ყოველ მატჩში გვთავაზობს, ბოლოს ახალგაზრდა ტალანტმა მსგავსი რამ შვედეთთან მოახერხა - 2 გოლი და ქვეყნისთვის მოპოვებული გამარჯვება.

მანორ სოლომონი (ისრაელი, "შახტარი") - 20 მილიონი ევრო

"შახტარის" შემტევი ბევრ გოლს ვერ იტანს, უკრაინის ჩემპიონატში 12 შეხვედრაში 3 გოლი აქვს, ნაკრებში კი 26 მატჩში - 4. მანორის ფასი ძალიან მაღალია, სავარაუდოდ, ამ ფასს არავინ გადაიხდის.

მარაშ კუმბულა (ალბანეთი, "რომა") - 22 მილიონი ევრო

21 წლის ალბანელ ფეხბურთელში რომაელებმა 26.5 მილიონი ევრო გადაიხადეს. მოგეხსენებათ, კუმბულა აქამდე "ვერონას" ღირსებას იცავდა. რაც შეეხება ნაკრებს - მარაშმა და ალბანეთმა I ჯგუფში 18 ქულა მოიპოვეს და მე-3 ადგილზე გავიდნენ.

ბერატ ჯიმსიტი (ალბანეთი, "ატალანტა") - 22 მილიონი ევრო

ბერატი ბერგამოში უფასოდ ჩავიდა, ახლა კი მისი ღირებულება 22 მილიონი ევრო გახლავთ. მარცხენაფლანგელმა მარაშთან ერთად ბევრი იბრძოლა, თუმცა პლეი-ოფის საგზურს 2 ქულით ჩამორჩა.

დომინიკ სობოსლაი (უნგრეთი, "ლაიპციგი") - 25 მილიონი ევრო

2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე უნგრეთის ნაკრების მთავარი ვარსკვლავი "ზალცბურგიდან" "ლაიპციგში" გადავიდა. სობოსლაი და უნგრეთი 17 ქულით მე-4 ადგილზე გავიდნენ...

სტეფან სავიჩი (მონტენეგრო, "ატლეტიკო") - 25 მილიონი ევრო

სტეფანი ნაკრებისა და კლუბისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მისი ხისტი თამაშის სტილიდან გამომდინარე, ხშირად ყვითელი ბარათების გამო ლა ლიგის დაპირისპირებებს ტოვებს. მაგალითისთვის, მონტენეგროელმა გასულ სეზონში 15 ყვითელი ბარათი მიიღო.

მარტინ ოდეგორი (ნორვეგია, "არსენალი") - 40 მილიონი ევრო

ედეგორისთვის "მეთოფეებთან" ადაპტირება მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა, საბოლოოდ, მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ნორვეგიელი ტალანტის კონტრაქტიც კი გამოისყიდა. მოგეხსენებათ, სკანდინავიელები G ჯგუფში 18 ქულით ჩარჩნენ, მე-2 ადგილზე კი თურქეთი გავიდა, ამ უკანასკნელმა 21 ქულა მოიპოვა.

მილან შკრინიარი (სლოვაკეთი, "ინტერი") - 60 მილიონი ევრო

შკრინიარი ნაკრებისა და გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მასთან ერთად სლოვაკეთმა 14 ქულა მოიპოვა, თუმცა გასასვლელად ქულათა ეს რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა.

იან ობლაკი (სლოვენია, "ატლეტიკო") - 70 მილიონი ევრო

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე დიდ ტურნირებს ხშირად სუსტი ნაკრების გამო აკლდება. სლოვენიამ H ჯგუფში, სლოვაკეთის მსგავსად, 14 ქულა მოიპოვა და ჯგუფში ჩარჩა.

ერლინ ჰოლანი (ნორვეგია, "დორტმუნდი") - 150 მილიონი ევრო

ერლინი 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ყველაზე დიდი დანაკლისია... სკანდინავიელი ტალანტი ოდეგორთან ერთად ახლო აღმოსავლეთში გასამართ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს გამოტოვებს...

მომზადებულია eurosport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
გოლის აღვნიშნის დროს, რა აჩვენა ხვიჩამ ამ ჟესტით ვინმემ იცით?
კახა
16:27 17-11-2021
0
ამ ედეგორს ალბათ ბაბუა ან ბებია ყავს ქართველი თორემ ძალიან საეჭვოდ არის მუდამ პერაპექტიული
ნიმბუსი
15:23 17-11-2021
3

სიახლეები პოპულარული