როგორც იცით, ბათუმის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების 19 წლის მცველის, ირაკლი აზაროვის სამსახურით თურქეთის სუპერლიგის ლიდერი "ტრაბზონსპორია" დაინტერესებული. ადრე კლუბები მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, მაგრამ ზაფხულში ფასზე ვერ შეთანხმდნენ.
90min-ი იტყობინება, რომ ტრანსფერის განუხორციელებლობის მიზეზი აჭარული კლუბის მიერ ფეხბურთელზე ფასის მომატებაა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "დინამო" თავის ფეხბურთელს 1 მილიონ ევროდ აფასებს, ტრაბზონული კლუბი კი თანახმაა 450 ათასი გადაიხადოს და მისი შემდგომი ტრანსფერიდან 30% დაუთმოს.
"ტრაბზონსპორმა" აზაროვისადმი ინტერესი მას შემდეგ განაახლა, რაც ბათუმში საქართველოსა და შვედეთის ნაკრებების მატჩს მისი სკაუტები დაესწრნენ და
ჩვენებურის თამაშმა მათზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა.
aspor-ის ცნობით, სკაუტებმა "ტრაბზონსპორის" მწვრთნელ აბდულა ავჩის აზაროვის შესახებ უთხრეს, რომ წარმოუდგენელი პოტენციალის მქონე ფეხბურთელია და თუ მის გადაბირებას შეძლებენ, გუნდს ძალიან გააძლიერებს. გამოცემის მტკიცებით, "დინამოს" კარს შეიძლება მალე ისევ მიუკაკუნონ. ამის შესახებ გადაწყვეტილებას თავად ავჩი მიიღებს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ თურქული კლუბი კიდევ რამდენიმე კანდიდატს აკვირდება და ბოლოს აღნიშნავს, რომ აზაროვს "დინამოსთან" კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ უმთავრდება.
სტატიაში აღნიშნულია, რომ თურქული კლუბი კიდევ რამდენიმე კანდიდატს აკვირდება და ბოლოს აღნიშნავს, რომ აზაროვს "დინამოსთან" კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ უმთავრდება.
მოკლედ, ირაკლის თამაში ძალიან მოსწონთ და ფიქრობენ, გადაიხადონ თუ არა ერთი მილიონი ახლა თუ ერთი წელი მოიცადონ, თუმცა იმასაც ხვდებიან, რომ იქამდე შეიძლება მისი ტრანსფერი სხვა კლუბმა გაჩარხოს.