თურქული karadenizgazete იტყობინება, რომ საქართველოსა და შვედეთის მატჩს სუპერლიგის ლიდერ "ტრაბზონსპორის" წარმომადგენლები ქართველთა გუნდის 19 წლის მცველ ირაკლი აზაროვზე დასაკვირვებლად დაესწრენ:
"ბათუმში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის შეხვედრას, რომელშიც საქართველომ შვედეთი 2:0 დაამარცხა, "ტრაბზონსპორის" სკაუტები უყურებდნენ. მათი მიზანი მასპინძელთა გუნდის მცველ ირაკლი აზაროვზე საბოლოო დაკვირვება იყო. მის ტრანსფერს ტრაბზონელები სეზონის დასაწყისში დაჟინებით ითხოვდნენ.
სკაუტებს ვარსკვლავობის ახალგაზრდა კანდიდატი მოეწონათ, მაგრამ მატჩის ყველაზე შესამჩნევი მოთამაშე დუბლის ავტორი ხვიჩა კვარაცხელია გახდა. 2001 წელს დაბადებული კვარაცხელია შოთა არველაძემ ორი წლის წინ უკვე შესთავაზა ტრაბზონულ კლუბს,
როდესაც მას მოსკოვის "ლოკომოტივთან" კონტრაქტი დაუსრულდა. თუმცა, მაშინ "ტრაბზონსპორმა" კვარაცხელიას დამატება არ ისურვა. ის მაშინ 18 წლის იყო".