"ბევრს სურს ევროპაში თამაში, მისი ღირებულება კი 20-25 მილიონი ევროა..." - წიტაიშვილი

AutoSharing Option
"ჩერნომორეცისა" და კიევის "დინამოს" შეხვედრის წინ უკრაინული tribuna საქართველოს ნაკრების შემტევ გიორგი წიტაიშვილის კომენტარს აქვეყნებს, რომელიც მის უკრაინულ კლუბში ყოფნის პერიოდსა და ვიკტორ ციგანკოვთან კონკურენციას ეხება:

"ფაქტია, რომ კიევში ბევრი არ მითამაშია, რადგან გუნდში ასეთი ფეხბურთელი დამხვდა. კარგია, როცა ციგანკოვის მსგავსი მოთამაშეები არსებობენ. 17 წლის ვიყავი, როცა "დინამოს" პირველ გუნდში მოვხვდი...

ვიკტორთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ისე არ მომხდარა, რომ რადგან ჩემი კონკურენტი იყო, მასზე გაბრაზებული ვიყო...

ბევრს სურს ევროპაში თამაში, მისი ღირებულება კი 20-25 მილიონი ევროა."

დღეს, 18 ნოემბერს, წიტაიშვილი 21
წლის გახდა. სანაკრებო პაუზის შემდეგ ის "ჩერნომორეცს" დაუბრუნდა და ყოფილ კლუბს პრემიერლიგის მე-15 ტურში უმასპინძლებს.

რაც შეეხება ციგანკოვს - 24 წლის ნახევარმცველი კიევის "დინამოს" ძირითად გუნდში 2017 წლიდან გამოდის, სადაც 66 გოლისა და 29 შედეგიანი პასის ავტორია, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში კი მეტოქეთა კარი 6-ჯერ აიღო, რასაც სამი საგოლე პასიც მიაყოლა. 

alt"ვამაყობ ჩემი სამშობლოთი..." - წიტაიშვილის ინტერვიუ

altწიტაიშვილი სიმბოლურში - კარგი განწყობით ნაკრებში

altკვირკველია ძირითადში, 6 გაშვებული გოლი და წიტაიშვილის მოლოდინში

მკითხველის კომენტარები / 3 /
გიოს ჯერ ყველაფერი წინ აქვს. საქართველოს ნაკრებში მისი თამაში ამის საფუძველს იძლევა!!!
tngh
16:40 18-11-2021
0
ფაქტია, რომ გიო უდაოდ ძალიან ნიჭიერი ბიჭია და ბევრად მეტიც შეუძლია . ციგანკოვი სხვა სტილის მოთამაშეა, რომელიც ასევე დიდ ფეხბურთს ითამაშებს
გ.ხ.
16:18 18-11-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული